გიგა ჯოხაძე: ისტორია სანაგვეზე მოგიჩენთ ადგილს, ჩვენი თავდადებული ბრძოლა კი მარადისობაში გახმიანდება

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე:
ყველაზე მეტად მეზიზღებით ისინი, ვინც უსამართლობაზე ხმას არ იღებთ.
ყველაფერს ხედავთ, მშვენივრად ამჩნევთ რა უსამართლობა მძვინვარებს ქვეყანაში, მაგრამ პირადი გამორჩენის, პრივილეგიების დაკარგვისა თუ სამსახურიდან გაშვების შიშით ხმას ვერ იღებთ.
თქვენნაირების დუმილზე დგას რეჟიმი.
თქვენი დუმილი იმაზე მეტად ხმაურობს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
ყველას მოგეკითხებათ, არავის არაფერი გვავიწყდება.
ცხრა თაობა თავჩახრილებს მოგიწევთ სიარული.
და არ შეცდეთ, თუ ფიქრობთ რომ ყველაფერი გეპატიებათ.
დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა არაფერს დაივიწყებს, არაფერს აპატიებს და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
და ბოლოს, სისტემის მიერ უსამართლოდ დაჩაგრული კაცის სიტყვებით გეტყვით “მოვა დრო და ქართველი ხალხი დედას გიტირებთ” – რეჟიმსაც, მის მსახურებსაც, კოლაბორაციონისტებსაც და უსამართლობის შემყურე, დადუმებულ ქალაჩუნებსაც.
ისტორია სანაგვეზე მოგიჩენთ ადგილს, ჩვენი თავდადებული ბრძოლა კი მარადისობაში გახმიანდება