გიგა ჯოხაძე: იდეალურად გათვლილი სცენარია, რადგან ზელენსკი იმის მიუხედავად პუტინი ჩავა თუ არა თურქეთში, მაინც მოგებული რჩება

“ზელენსკი ძალიან მაგარ საჭადრაკო პარტიას თამაშობს.
თეთრ სახლში ტრამპთან კოშმარული შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი მიხვდა, რომ -ის პრეზიდენტს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდნენ როგორც ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე, ისე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მხარეების მზაობის შესახებ.
ამის შემდეგ ზელენსკიმ გადაწყვიტა რომ ტრამპს მისსავე თამაშში აჰყოლოდა, დაერწმუნებინა ამერიკის პრეზიდენტი იმაში, რომ ერთადერთი აქტორი, ვის ინტერესშიც ომის დასრულება არ შედის, ს ფედერაცია და მისი პრეზიდენტია.
ტრამპის დასარწმუნებლად და უკრაინისადმი ტრანსატლანტიკური სოლიდარობის აღსადგენად ზელენსკიმ 3 შემხვედრი ნაბიჯი გადადგა:
– დაუყოვნებლივ დათანხმდა ტრამპის მიერ მარტში შემოთავაზებულ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე;
– კარგად კაპიტალიზდა გამუდმებულ რუსულ დაბომბვებზე. მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთი დაპირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დადებიდან რამდენიმე საათშივე არღვევდა;
– განაცხადა, რომ მზადაა 15 მაისს პირადად ჩავიდეს სტამბოლში, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე.
იდეალურად გათვლილი სცენარია, რადგან ზელენსკი იმის მიუხედავად პუტინი ჩავა თუ არა თურქეთში, მაინც მოგებული რჩება:
1. პუტინის ჩასვლის შემთხვევაში (რაც ფაქტობრივად გამორიცხულია) მთელი მსოფლიოს, მათ შორის ტრამპის თვალში მშვიდობის მაძიებელ სახელმწიფოდ წარმოჩინდება, რომელიც მზადაა კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის გარკვეულ, ადეკვატურ დათმობებზეც წავიდეს;
2. პუტინის არჩასვლის შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი გონებაში ერთი წამითაც არ უშვებს ომის დასრულებას. ასეთ შემთხვევაში პუტინი მიიღებს დამატებით მძიმე სანქციებს ევროპელებისგან და უკვე ღიად გადამტერებულ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ალბათ საბოლოოდ მიხვდება, რომ პუტინთან კონსტრუქციული ურთიერთობები შეუძლებელია.
რა შეიძლება მოყვეს პუტინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებაზე კიდევ ერთხელ უარის თქმას:
1. დამატებითი ევროპული სანქციები;
2. მკვეთრად გაფუჭებული ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციასთან;
3. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინისთვის დამატებითი დასავლური შეიარაღებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა.
ზელენსკის მხრიდან ეს ფაქტობრივად წაუგებელი დიპლომატიური სვლაა.
დიპლომატიაში მოქმედებასაც შედეგი მოყვება და უმოქმედობასაც.
ამ მოცემულობით პუტინი ცუგცვანგშია. მისი ნებისმიერი მოქმედება რუსული ინტერესებისთვის კონტრპროდუქტიულ შედეგს მოიტანს,”  – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – თუ ვლაპარაკობთ ადგილობრივ არჩევნებზე კრიზისულ ვითარებაში, რომ ქვეყანა გადასარჩენია, ოპოზიციამ ერთი ერთზე არჩევნები უნდა უზრუნველყოს – არგუმენტები 7 და 9 კანდიდატის თაობაზე მერის არჩევნებში არ არსებობს