გიგა ჯოხაძე: …და კიდევ ერთი. 25 თებერვალს არ მომხდარა საქართველოს ანექსია. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი დაეცა

“საბჭოთა ოკუპაცია ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც არასწორი ტერმინია.
საბჭოთა კავშირი 1921 წელს არ არსებობდა. სსრკ 1922 წლის დეკემბერში შეიქმნა.
ტერმინი “გასაბჭოება” ქმნის ილუზიას, თითქოს საქართველო თავისი ნებით შეუერთდა საბჭოთა კავშირს. “გასაბჭოება” ზედმეტად სტერილური ტერმინია და არ ასახავს რეალობას. უფრო ზუსტად თუ გვინდა გადმოვცეთ ეს ისტორიული მოვლენა, უნდა ვთქვათ, რომ 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველო დაიპყრო/მოახდინა საქართველოს სრული ანექსია.
და კიდევ ერთი. 25 თებერვალს არ მომხდარა საქართველოს ანექსია. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი დაეცა. დემოკრატიული რესპუბლიკა ამის შემდეგ ბრძოლას კიდევ 3 კვირა აგრძელებდა. საქართველოს სრული ანექსია მოხდა 1921 წლის 17 მარტს.
თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიულ მოვლენებს სწორი სახელი დავარქვათ და მათ აღსაწერად ადეკვატური ტერმინოლოგია გამოვიყენოთ,” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე.