გიგა ჯოხაძე: გაიცანით პიტერ მადიარი, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი. სულ რაღაც 2 წლის წინ, ეს ადამიანი უნგრეთის პოლიტიკურ რუკაზე არც კი იძებნებოდა

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე: 
გაიცანით პიტერ მადიარი, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი.
სულ რაღაც 2 წლის წინ, ეს ადამიანი უნგრეთის პოლიტიკურ რუკაზე არც კი იძებნებოდა.
ექსპრეზიდენტ კატარინ ნოვაკის სკანდალის შემდეგ ერთ დროს ორბანის Fidesz-ის ინსაიდერმა ოპოზიციაში გადაინაცვლა.
ორ წელიწადში სწორი კამპანიით, სწორი მესიჯებით, რეგიონებზე აქტიური მუშაობით, მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტისთვის ტარგეტირებული, ზუსტი კამპანიით დაამარცხა 16 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი უგამოცდილესი, პოლიტიკაში ჭიპმოჭრილი .
მადიარის საარჩევნო კამპანია იმით იყო გამორჩეული, რომ ეს კაცი არ ისვენებდა არასდროს – სულ ხალხს ხვდებოდა, განსაკუთრებით რეგიონებში, არწმუნებდა ხალხს იმაში, რომ სტატუს-კვოს შეცვლა საშუალოსტატისტიკური უნგრელის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა.
დღეში 7-8 შეხვედრას ატარებდა, ერთი-ერთზე ხვდებოდა მოქალაქეებს და უსმენდა.
ეს არის პოლიტიკოსის მთავარი მოვალეობა – ელაპარაკოს ხალხს, მოისმინოს მათი წუხილები, პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის რეალური გზა შესთავაზოს.
პოლიტიკოსობა ესაა და არა ის, 24/7-ზე ტელევიზიაში იჯდე და სისულელეები ილაპარაკო.
აა ხო და მთავარი დამავიწყდა – ამ კაცმა მოუგო ყველას – ორბანს და მის მიერ მანიპულირებულ საარჩევნო სისტემას, პუტინსა და კირიენკოს, ტრამპსა და ვენსს.
მოკლედ, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო მადიარმა.
მისი ორწლიანი საარჩევნო კამპანია ქრესტომათიაშია შესატანი.
Long live free and European Hungary!