გიგა ჯოხაძე: გაივლის ათასწლეულები და ყველას ემახსოვრება, როგორ არ მიატოვა საკუთარი ხალხი ერთმა პატარა ბიჭმა, მის სამშობლოს ბოლომდე გვერდში დაუდგა და მის ხალხს ბოლომდე ერთგულა

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე: 
ამ ტიტანური ნებისყოფის ადამიანს პატარა კაცების გარემოცვაში უწევს საკუთარი სამშობლოს დაცვა.
ზელენსკისთან შედარებით პუტინიც, ტრამპიც, ორბანიც, მერციც, დასავლელი დემოკრატი ლიდერებიც უბრალო ჭიაღუები არიან.
დრო გავა და ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
არავის ემახსოვრება ტრამპი – ადამიანი, რომელსაც სამართლიანობის აღსრულება ბოროტებაზე მარტივი ზეწოლით შეეძლო და მისი აღქმით “სუსტზე” ზეწოლის ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო.
არავის ემახსოვრება თითქმის არცერთი დასავლელი ლიდერი, რომელთაც სულ მცირედის გაღებაც კი დაენანათ, მაშინ როცა მათივე უსაფრთხოება და მათი ქვეყნის ინტერესებისთვის აღსრულების გზა უკრაინის გამარჯვებაზე გადიოდა.
სამაგიეროდ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ზელენსკის სახელი მსოფლიოს ისტორიაში ყოველთვის ოქროს ასოებით იქნება ამოტვიფრული.
კაცის, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში, ს მისადგომებთან მყოფი რუსული ჯარის მოლოდინში, უბრალოდ ერთი სიტყვის თქმა და ემიგრაციაში წასვლა შეეძლო.
თუმცა, ვერ და არ შეეძლო მისი სამშობლოს, უკრაინის დამარცხებასთან, განადგურებასთან, რუკიდან გაქრობასთან შეგუება.
მომენტში, როდესაც დასავლელი ლიდერების შეთავაზებაზე მან განაცხადა – “მე მჭირდება იარაღი და არა ტაქსი” ახალი, რკინის ნებისყოფის მქონე, სახალხო ლიდერი დაიბადა.
ამ მომენტში ზელენსკიმ საკუთარ თავში ბიჭი მოკლა და უფლება მისცა კაცს, დაბადებულიყო.
ამ მომენტიდან მოყოლებული, ის გახდა თავისუფალი სამყაროს ლიდერი – ბოლო ბასტიონი, რომლის დაცემის შემთხვევაში მთელი ცივილიზებული სამყარო განადგურდება იმ ფორმით, როგორითაც ჩვენ ეს სამყარო ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვიცოდით.
ამ მომენტში ის საკუთარ ხალხს ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში დაეხმარა, იდენტობის, რომლის გამოც უკრაინულმა მიწამ მილიონზე მეტი რუსის სისხლი შეიწოვა.
ბოროტებასთან მთელი უკრაინელი ერის შეუპოვარი ბრძოლა, ტკივილი, ტანჯვა ამ კაცის სახეზე აისახა. 3.5 წელში ის თითქოს 30 წლით დაბერდა.
არაა მარტივი, როდესაც სამშობლოსა და თავისუფალი სამყაროს ბედის ტარება საკუთარი მხრების სიმძიმით გიწევს.
მაგრამ უმკლავდება, არ ნებდება, ბოლომდე იბრძვის, მაშინაც კი, როდესაც ერთი შეხედვით სიტუაცია გამოუვალია და გვირაბის ბოლოს სინათლეც არ მოჩანს, მაშინაც კი, როცა მოკავშირეებიც კი ზურგს აქცევენ.
ასე იქცევა ნამდვილი ლიდერი.
გაივლის ათასწლეულები და ყველას ემახსოვრება, როგორ არ მიატოვა საკუთარი ხალხი ერთმა პატარა ბიჭმა, მის სამშობლოს ბოლომდე გვერდში დაუდგა და მის ხალხს ბოლომდე ერთგულა.
ზელენსკი ყველა იმ გმირის განსხეულებაა, რომელზეც ბავშვობაში წიგნი წაგიკითხავთ, ფილმი გინახავთ თუ მუსიკა მოგისმენიათ.
მაგრად იყავი, ვოლოდიმირ.
მტრებისა და იმპოტენტი მოკავშირეების ჯინაზე.
გაიმარჯვებს! 🇺🇦