გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან დასანანი მარცხი განიცადა

35 წლის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მანჩესტერში გამართულ UFC-ს მორიგ ღონისძიებაზე დასანანი მარცხი განიცხადა.
ჩვენებურის მეტოქე ბრიტანელი არნოლდ ალენი გახლდათ. გიგამ მასთან პირველ რაუნდი მსაჯების გადაწყვეტილებით 10:9 მოიგო, თუმცა სამწუხაროდ, შემდეგი ორი ამავე ანგარიშით დათმო და საბოლოოდ, გამარჯვება მასპინძელს დარჩა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლო ორ დაპირისპირებაში მარცხისა, ალენი რეკორდსმენი გახლავთ და მის ანგარიშზე აქამდე დადებითი ბალანსი 19-3 გახლდათ, ახლა კი მე-20 გამარჯვება იზეიმა.
კელვინ კატართან წაგების შემდეგ, ეს UFC-ში ჭიკაძის მეორე მარცხია.