გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

სამწუხარო და ტრაგედიაა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას „თავიანთ“ და “სხვა“ საზოგადოებად ყოფს, ამით მათ საზოგადოებას ცინიკური დამოკიდებულება დაანახეს – საგამოძიებო კომისიაზე უარის თქმა კი იმაზე მიუთითებს, რომ მათ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და ობიექტური გამოძიების ეშინიათ, – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაშლასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე გახარიას პარტიის ინიციატივის ჩაგდებას და უმრავლესობაში გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ეს იყო გახარიული საზოგადოებისთვის დადგმული კორდებალეტი“.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გიგა ფარულავამ განაცხადა, სუს-ის მიერ ჩატარებული გამოძიებითაც ჩანს, რომ კანონდარღვევა სახეზეა, რადგან „პოლიციის შესახებ“ კანონი, სპეცდანიშნულების რაზმებს არ აძლევს უფლებას, წყლის ჭავლში რაიმე ნივთიერება გაურიონ.
„გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ისტერიკა და პანიკაც. მათი ისტერიკა BBC-ის სიუჟეტის გამოყენების შემდეგ დაიწყო, როდესაც ყოფილმა თუ მოქმედმა შს მინისტრმა, მ და „ოცნების“ სხვა წევრებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. ამას შემდეგ სუს-ის რამდენიმედღიანი გამოძიებაც დაემატა, სადაც აღიარეს რაღაც ნივთიერებების გამოყენება, რომელიც თურმე 17 წლის წინ, ვანო მერაბიშვილის დროს იყო შეძენილი. საზოგადოებას ლეგიტიმური კითხვები აქვს – თუ რა ნივთიერებები იყო გამოყენებული და თუ იყო, რა ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა ამ ნივთიერებებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. „პოლიციის შესახებ“ კანონი არეგულირებს სპეციალური საშუალებების გამოყენებას და კანონში არსად არ არის მითითებული, რომ ხელისუფლებასა და სპეცდანიშნულების რაზმებს აქვთ უფლება წყლის ჭავლში, რაიმე ნივთიერება გამოიყენონ. შესაბამისად, კანონდარღვევა უკვე სახეზეა. საგამოძიებო კომისიაზე უარის თქმა კი იმაზე მიუთითებს, რომ მათ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და ობიექტური გამოძიების ეშინიათ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრების იმ პოზიციას, რომ გახარიას პარტიას მორალური უფლება არ აქვს საზოგადოების სახელით ილაპარაკოს, რადგან 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ჯერ კიდევ არ არსებობს, გიგა ფარულავას თქმით, ერთადერთი, ვისაც საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, „ქართული ოცნებაა“.
„თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, პირველ რიგში, გასული ერთი წლის მოვლენებზე, 2024 წლის საპარლამენტო ს ფაქტზე, რომელიც გააყალბეს და მიიტაცეს. ისინი ბოდიშს უნდა უხდიდნენ, იმ ხალხს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებდნენ. კობახიძის ბრიფინგის პარალელურად დაიწყეს მოქალაქეებზე ნადირობა. გვახსოვს ნიღბიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერებში ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს. ამ ადამიანებს, რომლებსაც თურმე ჩვენთან ჰქონიათ პრეტენზია, 1 წლის განმავლობაში ვერ ან არ გამოიძიეს და არცერთი მტკიცებულება და ფაქტი არ გამოუვლენიათ, ასევე არ დაუჭერიათ არცერთი მოძალადე. ამ ფაქტების პარალელურად კი ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ თურმე ნდობა უნდა გვქონდეს საგამოძიებო უწყებების, რომლებმაც ისეთი რეზონანსული საქმე, როგორიცაა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რამდენიმე დღეში „გამოიძიეს“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.
რაც შეეხება იმას, პარლამენტში შექმნის შემთხვევაში, რამდენად გამოიძიებდა საგამოძიებო კომისია 2024 წლის აქციების დაშლის საკითხს მაშინ, როცა კომისიის წევრთა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ დეპუტატები იქნებოდნენ, ფარულავას განმარტებით, მათ საპარლამენტო ბერკეტი გამოიყენეს, რომელსაც „ქართული ოცნება“ გაექცა.
„ივანიშვილი, მისი უწყებები და შესაძლო დამნაშავეები რომ ვერ გამოიძიებდა ამ რეზონანსულ საქმეს, სადაც შესაძლოა თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართულები, ამიტომ დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა. საგამოძიებო კომისიის კვოტების სტრუქტურა პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ასევე, კომისიის მუშაობა არის ღია და მოქალაქეებს შეუძლიათ კითხვებზე პასუხები მოისმინონ. ამით ჩვენ საპარლამენტო ბერკეტი გამოვიყენეთ, ხოლო „ოცნება“ შეკითხვებს გაექცა“,- განაცხადა გიგა ფარულავამ
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმდროინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას „განაჩენი“ არ არის.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში 3 კომპონენტია გამოკვეთილი, პირველი – სასამართლომ მიუთითა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი იყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ მოგერიების აუცილებლობა და ვალდებულება. მეორე – არაპროპორციული ძალის გამოყენება, რომელიც რეზინის ტყვიების გამოყენებაში გამოიხატა. სასამართლო აღიარებს, რომ მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიასა და მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ. გიორგი გახარიას წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალის დადგენილებაში წერია, გიორგი გახარიამ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, მხოლოდ მათი გამოყენების შემდეგ გაიგო. შესაბამისად, კითხვა ჩნდება, რომელზეც მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი – თუ ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება. ევროპარლამენტარებმაც განაცხადეს, რომ გიორგი გახარიას, როგორც ოპოზიციონერ ლიდერს 13-წლიანი პატიმრობა ემუქრება და რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. გიორგი გახარია არასდროს დამალვია კითხვებს, არაერთხელ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიაზე, აქედან გამომდინარე, მას კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ აქვს.
ასევე, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებს გამოიძიებდა, გამოკვეთილიყო დამკვეთები და შემსრულებლები, რომლებიც, ასევე შესაძლოა 20 ივნისის საქმესთანაც ყოფილიყვნენ კავშირში.
გიორგი გახარია აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პარტნიორებთან იმ მნიშვნელოვან თემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შეეხება. მას აქტიური კომუნიკაცია აქვს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან. როდესაც დრო მოვა, ამომრჩეველი გაარჩევს თეთრსა და შავს ქართულ პოლიტიკაში და წინა საარჩევნოდ ქართველი ერი მიიღებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }