გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
მათი განცხადებით, გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, რომელსაც ქართველი ხალხის არასდროს შეეგუება.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ ის დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ რაშიდ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლომ რუსეთს მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 9 265 ევროს გადახდა დააკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს