გიგა ლემონჯავა: როგორი დაბალი წარმოდგენის უნდა იყო შენივე მოქალაქეზე, რომ გჯეროდეს, ამ ქარდით მოატყუებ?!

,,ალბათ ნახეთ ეს პროპაგანდისტული ქარდი, რომელზეც მშრალი სიმართლე წერია – საქართველომ დემოკრატიული უკუსვლის გამო 2024 წელს 121 მილიონი ევრო დაკარგა, ხოლო სირიამ 2026 წელს ევროკავშირის დახმარება 722 მილიონი ევრო მიიღო. ოღონდ, რუსული ტვ იმედი ხალხს ეუბნება, რომ ეს უსამართლობაა, რადგან საქართველო უფრო დემოკრატიულია, ვიდრე სირია.
1. ქოცები დემოკრატიის ხარისხით უკვე სირიას ედრებიან. არა ევროპულ ქვეყნებს, არამედ სირიას, რომელსაც ორი წლის წინ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი ბაშარ ალ ასადი მართავდა;
2. დიახ, თანამედროვე სამყაროში გადამწყვეტია ტრაექტორია – საით მიდიხარ შენ და საით მიდიან სხვა ქვეყნები, საით გაქვს გეზი აღებული. საქართველო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლიდერი იყო რეგიონში, დღეს ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა, ხოლო სირია, რომელიც ორი წლის წინ ტირანიაში ცხოვრობდა, დღეს დასავლეთთან თანამშრომლობის გზას ადგას;
3. დიახ, დღევანდელ სამყაროში მთავარია ვის მხარეს დგახარ – ტირანიის და დიქტატურის, თუ თავისუფლების და დემოკრატიის. ვის მხარეს ხარ, ს და ირანის, თუ ამერიკის და ევროპის? საქართველოს მმართველი რეჟიმი ს და ირანის მხარესაა, სირიის ახალი მთავრობა – დასავლეთის.
ტყუილია რუსულ-ქოცური მრავალპოლუსიანი სამყარო. მსოფლიოში ორი ბანაკია, ერთი თავისუფლებისკენ, მეორე მონობისკენ. ქოცები მონობის ბანაკში არიან, სირიის ახალი მთავრობა, არა. მონობის ბანაკი მარცხდება, ის, ვინც თავისუფლებისკენაა იგებს. ქოცებს უნდათ, რომ თან რუსეთისა და ირანისკენ იყვნენ და თან ევროკავშირმა ფული მისცეს? როგორ, ან რატომ?
4. საქართველოს და სირიას არ აქვთ ერთნაირი სტანდარტი ევროკავშირის მიერ დაწესებული. სირიისგან განსხვავებით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. შენ არ გეპატიება ის, რაც სირიას;
5. როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ამომრჩეველი, საკუთარი მოქალაქე, რომ ამ ბინძურ პროპაგანდას აწვდიდე?! როგორი დაბალი წარმოდგენის უნდა იყო შენივე მოქალაქეზე, რომ გჯეროდეს, ამ ქარდით მოატყუებ?!” – გიგა ლემონჯავა