ილიაუნის პროფესორი, უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი, გიგა ზედანია:
თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავა აშშ ვიცე-პრეზიდენტი, ახალ სავაჭრო მარშრუტს აკეთებენ, ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობასა და ნახევარგამტარების წარმოებას იწყებენ.
საქართველოში ამ რეგიონალურ სიახლეებს შევაგებებთ უნივერსიტეტების ნგრევას, ქაოსს, შემცირებას, დეფორმას, გამოშიგვნას და ახალგარდებისათვის “ბოთლების ბერვის” დიად პერსპექტივას.
ერთი ფაკულტეტი – ერთი აფთიაქი – ერთი მარკეტი. როგორც ჩანს, გვიანსაბჭოთა ლოზუნგებს ვუბრუნდებით – “ეკონომიკა უნდა იყოს ეკონომიური”.
ძალიან ნიშანდობლივია, რომ კარგი ურთიერთობა ვერავისთან ავაწყეთ, თურქმენეთის გარდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა მთელს მსოფლიოში.




