“ფეხბურთის თამაშის მცდელობა რუსთაველზეც ვნახეთ. დაგდებული ადამიანის თავით რომ ცდილობდნენ არაადამიანები. მე საქარათველო მიყვარს და როცა მიყვარს, არ შემიძლია, მისი რომელიმე ნაწილი მძულდეს. მაგრამ… როცა ბევრი ურტყამს ერთს, როცა წაქცეულს ურტყამ და როცა ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშს ცდილობ, არც სოკრატესი ხარ, არც ეროვნება გაქვს და არც სამშობლო.სამწუხაროდ, რაც არ უნდა მომხდარიყო, მოხდა. რაც არ უნდა ხდებოდეს, ხდება.ომს ვუფრთხით სხვასთან და დიდი რისკია მივიღოთ საკუთარ თავთან.რაც ვართ და როდესაც მათი არსებობა შევიტყვეთ, მას შემდეგ, იქეთ ვიყურებით. იქაურობა გვიზიდავს, გვხიბლავს. იქ გვინდოდა, გვინდა და გვენდომება.ჩვენ ვინ ვართ, ეს საქართველოს არჩევანია – ჩვენამდე დიდი ხნით ადრე გაკეთებული და გადაწყვეტილი. მაგრამ იქაურობის აქ გადმოტანას ჯერ ვერ ვახერხებთ, არ გამოგვდის, მაგრამ იმედია, რომ შევძლებთ…ვინც არ უნდა მოინდომოს, როგორც არ უნდა მოინდომონ, ჩვენ ვერ გავხდებით ვერც ბელარუსები და ვერც ვერანაირი ფერის რუსები. ჩვენ ქართველები ვართ ! დიდება და გამარჯვება საქართველოს !”, – ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში წერს.