გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა

“ქართული ოცნების” მხრიდან იმ კანონების, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეს, არის ნიშანი იმის, რომ ეს პროტესტი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის არშეგუება რეჟიმის კურსთან, ს სახელმწიფოებრიობაზე უარის კურსთან, არის ამ ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა , – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ბოკერიას თქმით, მედიის შესახებ კანონის მიღებით “ქართული ოცნება” მედიასტანდარტების დაცვას არ ცდილობს.
მისი თქმით, ხელისუფლებას იმ სივრცის შეზღუდვა უნდა, სადაც მისთვის არასასურველი მოსაზრებები ისმის.
“ქართული ოცნების” მხრიდან ბოლო პერიოდში მიღებული კანონები არის ნიშანი, რომ პროტესტი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის არშეგუება რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრიობაზე უარის კურსთან ამ ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა. ამიტომ აინიცირებენ ამ კანონებს, ამიტომ ლაპარაკობენ ამაზე ბევრს, რომ ამით მოახდინონ პროტესტში მონაწილე ადამიანების რაოდენობის გაზრდის პრევენცია ან ვინც არის, ისინი შეამცირონ, ანუ საუკეთესო და ერთადერთი პასუხი არის ამაზე პროტესტის გაგრძელება. იმის თქმა კი არ მინდა, რომ უკვე ზღვარზეა რეჟიმი, სამწუხაროდ, ასე არ არის, მაგრამ აქვს სერიოზული პრობლემა”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ახლა ამოცანა არის, „ დემოკრატიულად რეჟიმის შეცვლა” და ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.
„ ამიტომ, უნდა შევაფასოთ ის ინიციატივები, როგორც დრაკონული, სამარცხვინო, შეუთავსებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებთან და აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ეს პროტესტი აუცილებლად გასაგრძელებელია შედეგის მიღწევამდე.
რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, არის სწორედ მაგის ნიშანი, რომ ჩაახშოს მედიის ხმა. თუ რეგულაციებზე გადავიდნენ, მათი პროპაგანდა არის მედიასტანდარტების ყველაზე სამარცხვინო დამრღვევი. სხვა მედიაც ხშირად სცოდავს, სამწუხაროდ, ასეა და ეს ცუდია, ოღონდ ეს რეჟიმი სტანდარტების დაცვას კი არ ცდილობს, იმ სივრცის შეზღუდვა უნდა, სადაც მისთვის არასასურველი მოსაზრებები ისმის და საკუთარ პროპაგანდას არანაირ ზღვარს არ დაუწესებს. ესეც გამოწვეულია იმით, რომ ვერ აკონტროლებენ საზოგადოებას და ვერ აჩერებენ პროტესტს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.