გიგა ბოკერია: სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია

სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია და ამავდროულად აჩვენებს, რამდენად ტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები და როგორ უნდათ საზოგადოების თავისუფალი ნების გატეხვა.
ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
იმდენად სცილდება საღ აზრს და იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ანალიზი საჭიროც კი არ იყოს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმის ეს ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური და პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქარველოს კანონს, რომლითაც ნებისმიერი აზრი, შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით – ანუ ნებისმიერი სხვა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან მოქალაქე სრულად და უპირობოდ თავისუფალია.
ცალკე ამბავია ორმაგი სტანდარტი – ეს არის რეჟიმი, რომლის პროპაგანდაც და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც არა მხოლოდ უხამსი და უცენზურო სიტყვებით ამკობდნენ ოპონენტებს და რიგით მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სავსე საჯარო განცხადებებს აკეთებენ მრავალი წელია – ამის გამორჩეული სიმბოლო დიმიტრი სამხარაძეა.
P.S. ვისი გვარებიც ახლა ფიგურირებს და ვის მიმართ შეფასებებსაც მოჰყვა ეს ამბავი – , , მარიამ ლაშხი – და საერთოდ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ნაწილია, მისი მეთაურობით, მიმაჩნია მოღალატეებად, მონებად, არარაობებად, არაკაცებად და არაქალებად…
ასეთია ჩემი შეფასება” – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა