გიგა ბოკერია – საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება

საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ მ NDI-ს სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ყველაფერი ოპოზიციასა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, თუ იქნება საზოგადოების მაღალი აქტიურობა, დიდი კონსენსუსი და გამოიხატება ნება, მაშინ არჩევნები ვერანაირად ვერ გაყალბდება.
„კამპანია იმის შესახებ, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია, აწყობს „ქართულ ოცნებას“, რათა უიმედობა დანერგოს. სწორედ ეს სურთ მათ, რომ მსგავსი წინასწარი კლიმატი შეიქმნას. ჩვენი პარტნიორების ინფორმირება ამ მეთოდებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
ყველა ტიპის ზეწოლა, მიუხედავად იმისა, თუ რა ეფექტს გამოიღებს, გამოსაყენებელია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არამედ საზოგადოების აქტიურობით წყდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ