– პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება იქამდე, რაც აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან შესაგუებლად

პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება იქამდე, რაც აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან შესაგუებლად, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, მ საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, აქციის გაფართოება აუცილებელია.
„საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ერთი გზავნილი, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საკუთარი ფულისა და ძალაუფლების გამო, ღალატობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, და კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულში არის ჩაფლული, არ შეეგუება იმას, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს და საზოგადოებას დაემორჩილოს. ეს არის აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის გადასარჩენად, თავისუფლების დასაცავად ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამ ყველაფრის საფრთხეა ს რეჟიმი. პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება იქამდე, რაც აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან შესაგუებლად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, აქციების გაფართოებას სჭირდება აქტიური მოქალაქისგან იდეებისა და რწმენის გატანა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც აქამდე მათ ვერ დაარწმუნეს.
„ამ ტიპის რეჟიმები, ივანიშვილისნაირი ფიგურები და მისი არარაობების გარემოცვა მარცხს მხოლოდ მაშინ ეგუებიან, როცა იციან, რომ სხვა გზა არ აქვს, ამიტომ არის [პროტესტის] გაფართოება აუცილებელი. მაგრამ გაფართოებას ბევრი ფაქტორი სჭირდება – აქტიური მოქალაქისგან იდეებისა და რწმენის გატანა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც აქამდე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ. ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომლის აუცილებელი ნაწილია იმის დემონსტრირება, რომ ამ რეპრესიების მიუხედავად საზოგადოების აქტიური ნაწილი ბრძოლას გააგრძელებს ყველა იმ ლეგიტიმური ფორმით, რომელიც თავისუფალ საზოგადოებას უჭირავს ხელში“, – განაცხადა ბოკერიამ.