გიგა ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე

ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, -ს მიერ სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას.
გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ კატასტროფისა, რომელიც მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
„აქ მარტო წვრთნებზე არ არის საუბარი, წვრთნები იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდა, ასევე გვჭირდება ალიანსი თავისუფალ სამყაროსთან, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან და ნატო-ში გაწევრიანება, რათა დაცული ვიყოთ რუსული საფრთხისგან.
ამ რეჟიმის ნაბიჯები ამის საპირისპიროა, იზოლაციაში გვახვედრებს და მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე. ომისა და საფრთხის მთავარი პარტია არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც დაპირისპირებულია საკუთარ ხალხთან და თავისუფალ სამყაროსთან, რითაც საქართველოს უზარმაზარი საფრთხე ექმნება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.