: …ვურჩევ მათ, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან – ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება

“უნგრეთისთვის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, ტისამ გაიმარჯვა.
ვიქტორ ორბანმა აღიარა მარცხი და ტისას ლიდერს, პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა.
ივანიშვილის რეჟიმი და მისი პროპაგანდა მრავალი წელია ორბანს ყოველმხრივ სამაგალითო ლიდერად წარმოგვიჩენს.
ამიტომ, ვურჩევ მათ, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან – ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება.” – წერს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში.
🔺უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან გამოსვლისას საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, “არჩევნების შედეგი მტკივნეულია, მაგრამ ნათელია.”
წინასწარი შედეგებით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტიას, Tisza-ს პარლამენტში სუპერუმრავლესობის, ანუ მანდატების ორი მესამედის, მოსაპოვებლად საკმარისი ხმა აქვს. სუპერუმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში Tisza-ს კონსტიტუციის შეცვლა შეეძლება.
ხმათა ახლანდელი განაწილებით, Tisza-ს 199-კაციან პარლამენტში 138 მანდატი აქვს, მმართველი პარტიის კოალიციას კი – 54. მესამე ადგილს Mi Hazank იკავებს – 7 მანდატით.
ამჟამად დათვლილია ხმების 77.45%

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად