გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა

“რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა, ასევე რუსთაველზე პროტესტის მონაწილეებმაც იკითხეს, რას უნდა ველოდოთ 31 მარტსო. როგორც ჩანს, საზოგადოებაში და მედიაში არის გარკვეული მოლოდინები. მოლოდინების აწევა არ არის მიზაშეწონილი ამბავი პოლიტიკაში. არ ვიცი, რამ გამოიწვია ამჯერად გადაჭარბებული მოლოდინის გაჩენა. 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. 1991 წელს რუსეთში ფულს შოულობდა და ფეხებზე ეკიდა საქართველოს თავისუფლება. იმ დღეს ყველაზე საშინელ კოშმარში ვერ წარმოვიდგენდი, რომ 34 წლის შემდეგ საქართველოს მმართველებს ჩვენი სახელმწიფოს დაშლილ-დაქუცმაცებულ მდგომარეობაში აგრესიული მეზობლისთვის ჩაბარება ექნებოდათ განზრახული. 34 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ მომავალ დამოუკიდებელ ქვეყანაში ღალატი გახდებოდა ნორმა მმართველების მიერ. ხვალ გავდივართ, რიმ დავიცვათ 31 მარტის მონაპოვარი, დავიცვათ, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, დავანახოთ ივანიშვილს, რომ ბევრნი ვართ, დავანახოთ მსოფლიოს, რომ ბევრნი ვართ და ურყევია ჩვენი ნება, ვიცხოვროთ თავისუფლებაში. მხოლოდ ჩვენს ხმამაღალ, ხალხმრავალ და უწყვეტ პროტესტს მოყვება საერთაშორისო რეაქცია. ხვალ გავდივართ, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულებისთვის, პოლიტიკური პატიმრებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც 34 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა და დღეს ციცხალი აღარ არის, გავდივართ ოკუპირებული მიწებიდან დევნილებისთვის, რომელთაც 1991 წელს მონაწილეობა მიიღეს რეფერენდუმში და ზოგი ასევე ცოცხალი აღარ არის. ამაზე მეტი მოლოდინი არ მაქვს. დამოუკიდებლობის დაცვა რუტინული მუშაობაა. ბრძოლა გრძელდება,” – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.