გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

რა თქმა უნდა, ფინანსურად  შეინახავს „იმედს“. აქ მთავარი არის რამდენად შეძლებს „იმედი“ ისე ოპერირებას, როგორც ოპერირებდა. მგონია, რომ ამას ის ვერ შეძლებს. მგონია, რომ „იმედი“ საგრძნობლად დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების – ვის შენარჩუნებასაც შეძლებენ ამ არხზე, მათ ბუნებრივია, ორმაგი ხელფასიც შეიძლება მისცენ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი რისკია დღეს „იმედზე“ მუშაობა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას დიპლომატმა გია ჯაფარიძემ „იმედისა“ და POST TV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „იმედი“ 24 საათის განმავლობაში, მართალია ქართულად მაუწყებლობს, მაგრამ მისი „კონტენტი“, მაუწყებლობის შინაარსი არის თავიდან ბოლომდე რუსული.

„ქართული ოცნების“ ძალაუფლება ძალიან დიდი პროცენტით, შეიძლება ეს იყოს 50%-იც, დგას „იმედის“ პროპაგანდაზე. „იმედი“ იზიდავს ხალხს იმ შოუებით, სერიალებით, „კონტენტით“, რაც აქვს ამ ტელევიზიას და ხალხი მიაჯაჭვეს „იმედის“ ეკრანს. შემდეგ უკვე ადვილია, რომ პროპაგანდა გაუშვა და წამლო ადამიანები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. 13-14 წელია ხალხს „იმედის“ ეთერიდან წამლავენ. „იმედი“ არის დასანქცირებული ქართულენოვანი, მაგრამ რუსული ტელევიზია. მესმის არგუმენტები, რომ თავისუფალი მედიაა. როგორ არის თავისუფალი მედია, როდესაც თავად აღიარებენ, მათ შორის გუშინ „ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „ხომ მერე რა, რომ „იმედი“ არის ჩვენი მედია?!“ ისინი არ მალავენ, რომ „იმედი“ და POST TV არის მათი საკუთრება. თავისუფალი მედია არის ის მედია, რომელიც სრულიად არის თავისუფალი ხელისუფლების გავლენებისგან, ის არ ეკუთვნის ხელისუფლებას. ნებისმიერი ასეთი მედია შეიძლება ჩავთვალოთ თავისუფალ მედიად, მაგრამ „იმედი“ ასეთი არ არის, იმიტომ, რომ თვითონ აღიარებენ, რომ არ არის თავისუფალი. „იმედი“ დასანქცირებული არის იმის გამო, რომ ემსახურებოდა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს და ავრცელებდა რუსულ პროპაგანდას.

სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზავნილებს უშვებს ახლა „ქართული ოცნება“: 1. ეს არის თავისუფალი მედია. 2. კი, მაგრამ სად არის არგუმენტები, ან თუ რუსეთთან ბრძოლა გინდა „იმედი“ რა შუაშია?! ეს არის პროპაგანდისტული გზავნილები. თქვენ იცით, რომ „ქართული ოცნება“ ეხმარება რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში. ეს როგორ გინდა გაყიდო ქართულ აუდიტორიაში? – „ქართული ოცნება“ ხომ არ ეუბნება თავის ამომრჩეველს, ქართველ ხალხს, რომ ის არის პრორუსული ძალა, ის ხომ დღემდე ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ საქართველო ევროპისკენ მიდის, ის პროევროპული პოლიტიკური ძალაა. „იმედი“ 24 საათის განმავლობაში, მართალია ქართულად მაუწყებლობს, მაგრამ მისი კონვენტი, მაუწყებლობის შინაარსი არის თავიდან ბოლომდე რუსული, ამის გამო არის ის დასანქცირებული. მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩისგან ითხოვდა არგუმენტებს. წერია იქ არგუმენტები. მსოფლიოში არავინ სანქციებს არ დაადებს ისე, რომ არ არსებობდეს ამისთვის სოლიდური სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება თავად „იმედის“ განცხადებას, აქ ფინანსური საკითხი არის ყველაზე უფრო უმნიშვნელო საკითხი. მე იმაში დარწმუნებული ვარ, რომ „იმედის“ თანამშრომლები ხელფასებს მიიღებენ. ბოლოს და ბოლოს დაურიგებენ “ქეშად”. აქ ხელფასების დარიგება კი არ არის მთავარი, აქაც ცდილობენ, რომ პროპაგანდისტულად ყურადღება გადაიტანონ სულ სხვა რამეზე. აქ მთავარია, მაგალითად: მიიღებენ თუ არა სატელიტურ მომსახურებას, დასანქცირდება თუ არა ის კომპანია, რომელიც არის „იმედის“ მეპატრონე კომპანია. დასანქცირდებიან თუ არა ის ფიზიკური პირები, რომლებიც არიან ამ კომპანიის მეპატრონეები. მოახერხებს თუ არა „იმედი“ განათავსოს დასპონსორებული რეკლამები მაგალითად: „ფეისბუკზე“, Youtube-ზე, იქნებიან თუ არა ისინი სოციალურ ქსელებში, მოახერხებენ თუ არა გააგრძელონ კონტრაქტები იმ კომპანიებთან, რომლებიც ყიდიან ამ ძვირადღირებულ სატელევიზიო შოუებს. ამ სატელევიზიო შოუებით და სერიალებით ჰყავს ხალხი, მართლა მხარდაჭერები კი არ ჰყავს. ასევე, მაგალითად მოახერხებენ და გააგრძელებ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“. მოახერხებენ სხვადასხვა ბიზნესები მიიტანონ რეკლამა „იმედზე“. გასაგებია, რომ ბიზნესებს დაატერორებენ და მიატანინებენ „ქეშად“ ფულს, მაგრამ მათი რეკლამა შესაძლებელია, რომ განთავსდეს „იმედის“ ეკრანზე? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხელფასებს რომ გასცემენ, ამაში დარწმუნებული, გასცემენ „ქეშად“. ვის შენარჩუნებასაც შეძლებენ ამ არხზე, მათ ბუნებრივია ორმაგი ხელფასიც შეიძლება მისცენ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი რისკია დღეს „იმედზე“ მუშაობა. შეძლებენ „იმედის“ თანამშრომლები იმოგზაურონ ევროპაში? გადახდები აწარმოონ ევროპაში? ეს არის საინტერესო. რა თქმა უნდა, ფინანსურად  შეინახავს „იმედს“. აქ მთავარი არის რამდენად შეძლებს „იმედი“ ისე ოპერირებას, როგორც ოპერირებდა. მგონია, რომ ამას ის ვერ შეძლებს. მგონია, რომ „იმედი“ საგრძნობლად დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა იმაზე, შესაძლებელია თუ არა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნება, იმ შეფასებების გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა „ძალიან უჭირს“. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი სულ იყო ქართულ პოლიტიკაში, ოფიციალურად თუ არა ოფიციალურად.

„ბიძინა ივანიშვილი როდისმე წასულა ქართული პოლიტიკიდან? არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი როდისმე არ იყო საჭესთან. ბიძინა ივანიშვილი სულ იყო ქართულ პოლიტიკაში, ოფიციალურად თუ არა ოფიციალურად. ყოველთვის ის მართავდა, არასდროს მართავდა სხვა. არ მგონია, რომ ის როდისმე იყო ქართული პოლიტიკიდან, „ოცნებიდან“ წასული. 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილი ყოველთვის იჯდა სამართავ პულტთან “, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გარდა ამისა მან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის კავშირს ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ყოველთვის სთხოვენ ერთ რამეს, რომ არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება ქართველ ხალხს და დასანქცირდნენ მხოლოდ ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და პასუხისმგებელი პირები.

„საქართველოს აქვს რამდენიმე შეთანხმება გაფორმებული ევროპის კავშირთან. საქართველო ამ შეთანხმებებს არღვევს. შეთანხმებებში არის მუხლები, რომლებიც უნდა დაიცვას შეთანხმების მონაწილე ყველამ მხარემ. „ქართული ოცნება“, ამ შემთხვევაში, შეთანხმების მუხლებს არღვევს. ბუნებრივია, ასეთ დროს დგება საკითხი როგორ შეიძლება იმოქმედოს მეორე მხარემ. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეორე მხარეს ექნება სურვილი, რომ რადგან „ქართული ოცნება“ არ ასრულებს პირობებს, მათ რატომ უნდა გააგრძელონ ამ პირობების შესრულება?! ბუნებრივია, ისინი დააყენებენ საკითხს, ვინ არის ამ პირობების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი. ეს პასუხისმგებელი პირები არიან, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. დგება მერე საკითხი ამ ადამიანების წინააღმდეგ ქმედების. ამ ქმედებას ბლოკავს უნგრეთი და მას აჰყვა . რა გამოსავალი არსებობს ევროპის კავშირისთვის? ევროპის კავშირს ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ყოველთვის სთხოვენ ერთ რამეს, რომ არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება ქართველ ხალხს. ის შეეხოს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ შეთანხმების დარღვევაზე. მხოლოდ პასუხისმგებელი პირები დასანქცირდნენ. მაგრამ რადგან ამ საკითხს უნგრეთი ბლოკავს, ევროპის კავშირმა შესაძლებელია იმის გამო, რომ უნგრეთის დაბლოკვას თავი აარიდოს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას შეეხება. ანუ ზოგადად გააჩეროს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება.

ქართული ოპოზიციური პარტიები ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის ინტერესები. ისინი ითხოვენ ევროპის კავშირისგან, რომ დასანქცირდეს მხოლოდ ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და პასუხისმგებელი პირები, მაგრამ რადგან „ქართული ოცნების“ თხოვნით ამას ბლოკავს უნგრეთი, ევროპის კავშირი დიდი ხანი ვერ დარჩება გულხელდაკრეფილი, მოქმედების გარეშე, რადგან „ქართული ოცნება“ რეგულარულად არღვევს შეთანხმების პირობებს“,- განაცხადა გია ჯაფარიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მან ისაუბრა -ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობის შესახებ ანგარიშის მომზადებას გულისხმობს. როგორ ჯაფარიძემ განაცხადა, „ცხადია, ეს სადაზვერვო საქმიანობა არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს სადაზვერვო საქმიანობა მიმართული იქნება -ის ინტერესების წინააღმდეგაც“.

„როგორც ჩანს, კონკრეტულ კონგრესმენებამდე მივიდა ინფორმაცია საქართველოში ჩინური, ირანული და რუსული სპეციალური სამსახურების მოქმედების შესახებ. „ქართული ოცნება“ არის ამ სამივე ჩამოთვლილი ქვეყნის პარტნიორი. ეს პარტნიორობა, ალბათ, იმასაც გულისხმობს, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის სპეციალურ სამსახურებს ხელები თავისუფალი აქვთ იმისთვის, რომ საქართველოში იმოქმედონ. ცხადია, ეს სადაზვერვო საქმიანობა არ არის მიმართული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს სადაზვერვო საქმიანობა მიმართული იქნება აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგაც. ბუნებრივია, რომ აშშ-ის კონგრესმენების ნაწილს გაუჩნდა ეს კითხვა და გაუჩნდა შემდეგ სურვილი, რომ ეს საკითხი იყოს გამოძიებული. ეს მოითხოვს სერიოზულ გამოძიებას. ამაში ალბათ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები უნდა ჩაერთონ რა არის იმის მიზეზი, რომ დაუბრკოლებელი სადაზვერვო საქმიანობის უფლება მიეცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ირანის, ჩინეთის და რუსეთის სპეციალურ სამსახურებს. მგონი, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან