გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით. მე პირადად, როგორც გია ჯაფარიძე, როგორც პოლიტოლოგი და ამ შემთხვევაში, უკვე, როგორც პოლიტიკოსი მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს, – ასე ეხმაურება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გია ჯაფარიძე პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის დასახელებას ეხება.
აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
არის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი. როგორც პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ ნაწილს, მას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს და თუ მას აქვს ამის სურვილი და ნება, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვა ინიციატივით. მე პირადად, როგორც გია ჯაფარიძე, როგორც პოლიტოლოგი და ამ შემთხვევაში, უკვე, როგორც პოლიტიკოსი მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს. მაგალითად, კოალიცია, რომელსაც მე მივეკუთვნები, თუ ამბობს, რომ ჩვენ არჩევნებში მივიღეთ 55% და პარლამენტში გვაქვს აბსოლუტური უმრავლესობა, შეგვიძლია მთავრობა დავაკომპლექტოთ, საქართველოს კონსტიტუცია, ქარტია, რომელზეც პარტიებს აქვთ ხელი მოწერილი, იგივეს ამბობს. უნდა დაველოდოთ ს შედეგებს. ინიციატივით გამოსვლის უფლება აქვს ყველას, შეხვედრებს, საუბარს წინა არაფერი უდგას. ჩვენი წარმომადგენლები ყველა შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისინი იხმო“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.
„საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“-აღნიშნა პრეზიდენტმა.