გია ჯაფარიძე: რუსეთის მიზანია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, ჩემი აზრით, ახლა ამაზე მიდის მუშაობა

რუსეთის მიზანია ს და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ჩემი აზრით, ახლა ამაზე მიდის მუშაობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ს მიერ ოსებისთვის ბოდიშის მოხდა იმის ერთ-ერთი დემონსტრირებაა, რომ  საკუთარი მიზნის აღსრულებისთვის ყველა შესაძლო ხერხს იყენებს.

პუტინი და მოსკოვი ხედავს, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობას ვერ ტეხავს. ყველაფერი სცადეს, ივანიშვილის ხელით ადამიანების ყიდვა, ადამიანების გატეხვა, თავისუფალი, ქართული მედიის გატეხვა. ამას ხედავს მოსკოვი. ყველაფერს გააკეთებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. ათქმევინებს ს, რომ არ გვინდა ევროკავშირი. ათქმევინებს ივანიშვილს, რომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში. მიზანი, რაც აქვთ, არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. ჩემი აზრით, ახლა ამაზე მიდის მუშაობა. მე ველოდები, რომ ამას უახლოეს მომავალში გააძლიერებენ”. – განაცხადა გია ჯაფარიძემ.