გია ჯაფარიძე თორნიკე რიჟვაძისა და გიორგი რამიშვილის ამბებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი აზრით “მიმდინარეობს გადანაწილება და ხდება მსხვილი ბიზნესის ასეთი სახით შევიწროვება”.
მისი თქმით ამ ეტაპზე, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს სინამდვილის შესაფასებლად.
მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიმდინარეობს რაღაცა ძალიან დიდი გადანაწილება და როგორც ჩანს ხდება მსხვილი ბიზნესის ასეთი სახით შევიწროვება იმიტომ, რომ სხვა ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს სინამდვილეში რა არის.
მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვინმეს შეეშინდა, რომ ბატონი რამიშვილი ხომ არ ტოვებდა ქვეყანას…” – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამასთან, გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია. ის 70 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.