გია ჯაფარიძე: რადგან სიის პირველ ნომრად დაბრუნება მოუწია, გამოდის, რომ საქმე ცუდად არის, მისივე სიტყვებიდან გამომდინარე

“ფორმალურად რომ გადადგა, მაშინ თქვა, უკან რატომ უნდა მოვბრუნდეო, თუ ჩემი დატოვებული მოჯამაგირეები საქმეს თავს ვერ გაართმევენ, ეგ ხომ ჩემი ბრალი იქნება, კარგად ვერ დავალაგე, არასწორი ხალხი დავტოვე, და უკან რა უფლებით უნდა დავბრუნდეო.
მერე თქვა, ერთხელ კიდევ მანდეთ ქვეყანაო, აი საერთოდ ყველაფერს გამოვასწორებო.
ჰოდა გუშინ სიის პირველ ნომრად დაბრუნდა.
1. აგებს მმართველი ჯგუფი და თვითონ მოუწია, ჩაერთოს წინა ხაზზე დგომით
2. უთხრეს, დავაი, ბორის, შენ უნდა შეხვიდე მოედანზეო, დიდი ანგარიშით ვაგებთო
3. ისევ არ შეასრულა დაპირება, აღარ მოვალო, მაგრამ არ წავიდა
4. რადგან სიის პირველ ნომრად დაბრუნება მოუწია, გამოდის, რომ საქმე ცუდად არის, მისივე სიტყვებიდან გამომდინარე
5. საქმეც ცუდადაა და თან ისევ იტყუება
რა ვიცი, აბა სხვანაირადაა?” – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გია ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ