ეს არის ძალადობის წახალისება, ეს არის მუქარა. გარდა ამ განცხადებისა, ალბათ წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს, – ასე ეხმაურება “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ “ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ”.
მისივე თქმით, 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც „ქართლ ოცნებას“ შეუძლია მოქალაქეებისადმი არის შიშის დათესვა, ძალადობა და ტყუილები.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობის წახალისება, ეს არის მუქარა. გარდა ამ განცხადებისა, ალბათ წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს. ეს ახალი არ არის….“ქართული ოცნება” ასე მოვიდა ხელისუფლებაში, ამას აკეთებს 12 წლის განმავლობაში და უკანასკნელი თვეების განმავლობაში. 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ მოქალაქეებისადმი არის შიშის დათესვა, ძალადობა, ტყუილები, დაყოფა, დაპირისპირება, სიძულვილის ენა. სხვა, “ქართულ ოცნებას” საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ აქვს”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ.
როგორც მან აღნიშნა, ხალხის რისხვის პირველი ტალღა ოპოზიციამ ამ დღეებში უკვე მიიღო.
განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? და ბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.