გია ჯაფარიძე – მმართველი პარტია წლებია ცდილობს დანერგოს ლეგენდა, რომ „ქართული ოცნება“ უძლეველია – ერთიანობამ, რომელიც გუშინ დაინახეს, როგორც ჩანს, ისინი დააფრთხო

„ქართული ოცნება“ წლებია ცდილობს დანერგოს ლეგენდა, რომ „ქართული ოცნება“ უძლეველია. ერთიანობამ, რომელიც გუშინ დაინახეს, როგორც ჩანს, ისინი დააფრთხო, – ასე აფასებს ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ წევრი, გია ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „სამი პოლიტიკური ცენტრითაც კი გამორიცხულია „ქართული ოცნების“ დამარცხება“.
როგორც ის განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ მომხრეები კი არა, მოძულეები ჰყავს ქვეყანაში.
“მე ასე არ ვფიქრობ. რასაც ამბობს და ალბათ, სხვები იტყვიან, იმ პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც “ქართული ოცნება” ეწევა.
“ქართული ოცნება” წლებია ცდილობს დანერგოს ლეგენდა თუ მითი, რომ “ქართული ოცნება” უძლეველია. სხვადასხვა რიცხვს ამბობენ, 60%, საკონსტიტუციო უმრავლესობა… ამ რიცხვებს რომ დავუჯეროთ, რას ნიშნავს? – ყოველი მეორე “ქართული ოცნების” მომხრეა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის. გავიდეთ ქუჩაში მამუკა მდინარაძესთან ან სთან ერთად, ვნახოთ, ყოველი მეორე არის თუ არა “ქართული ოცნების” მომხრე. ეს ადამიანები ქუჩაში ვერ გამოდიან დაცვის გარეშე, ლექციის წასაკითხად რომ მიდის, 35-კაციანი დაცვა მიჰყვება, “ტიტუშკები” ჰყავთ ლექციაზე სტუდენტების ნაცვლად. მომხრეები კი არა, მოძულეები ჰყავთ ქვეყანაში.
მგონია, რომ ეს იყო შიში. ერთიანობამ, რომელიც გუშინ დაინახეს, როგორც ჩანს, ისინი დააფრთხო, ამიტომ ეს პროპაგანდისტული მანქანა უფრო აამუშავეს“, – აღნიშნა გია ჯაფარიძემ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა “წითელი ხაზია”, ჯაფარიძე განმარტავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციურ პარტიებში.
„ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს, მინდა დავუსვა ასეთი კითხვა: თუ ისინი აპირებენ დაამარცხონ „ქართული ოცნება“, რუსული ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში, შესაძლებელია ეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარეშე?! თუ ეს შეუძლებელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარეშე, მაშინ უნდა ითანამშრომლონ. თუ შესაძლებელია “ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან” თანამშრომლობა ს შემდეგ, რატომ არ არის შესაძლებელი დღეს? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციურ პარტიებში, მის გარეშე “ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებს. დღეს თუ მერე, თანამშრომლობა გჭირდება. ნუ ვიქნებით მიამიტები, რაციონალურები ვიყოთ“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.
ამასთან, მან დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ის მისი ძმის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დამარცხებას არ აპირებს, ის აპირებს პუტინის დამარცხებას.
„მე არ ვაპირებ ზურას დამარცხებას, მე ვაპირებ პუტინის დამარცხებას. საქართველოს ყველა მოქალაქე გავიმარჯვებთ, როდესაც დავამარცხებთ რუსულ ავტორიტარულ რეჟიმს. მე არ შევსულვარ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, მე შევედი ერთიანობაში“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ინფორმაციისთვის, ახალი საარჩევნო პლატფორმის “ერთიანობის” წარმომადგენლები დღეს დილით, არაფორმალურ გარემოში – პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში შეიკრიბნენ. მათი ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სწორედ არჩევნები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური გეგმები იყო. პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია 8 ივლისს, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გაიმართა. გაერთიანების სახეები პარტიის ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ წარადგინა. “ერთიანობას” შეუერთდნენ: გია ჯაფარიძე, , , ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, , , ლაშა დიაროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი