გია ჯაფარიძე – თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე საქართველოს ინტერესებისთვის არიან ამერიკაში – ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს მთავრობა უნდა აკეთებდეს

თინა ბოკუჩავა და საქართველოს ინტერესებისთვის არიან ამერიკაში, აძლიერებენ და ავითარებენ საქართველოს მეგობრობას -თან. ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს მთავრობა უნდა აკეთებდეს, მაგრამ „ქართული ოცნება ამას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ კოალიციის წევრს, გიგი წერეთელთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გია ჯაფარიძემ განმარტა, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მიწვეული არიან აშშ-ს „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი დასახელდება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.
„თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე გაემგზავრნენ აშშ-ში მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, „ერთიანობის კოალიცია“ მიწვეულია აშშ-ში. ჩვენი მიზანია, ახალი სული შთავბეროთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები საქართველოში. თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე მიწვეული არიან აშშ-ს „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად.
როგორც მოგეხსენებათ, უფრო ადრე თინა ბოკუჩავა მიწვეული იყო და დაესწრო აშშ-ს „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობას, სადაც პრეზიდენტი დასახელდა „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად. ჩვენთვის უდიდესი პატივია და პრივილეგიაა, მიწვეული ვიყოთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ როცა „ქართული ოცნება“ ცილს სწამებს, ლანძღავს და ზურგს აქცევს ამერიკას, ამერიკა ზურგს არ აქცევს საქართველოს და მის მოქალაქეებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმეგობრობთ არა ამერიკის წითელ და ლურჯ შტატებად, არა „დემოკრატებთან“ ან „რესპუბლიკელებთან“, არამედ „ერთიანობის კოალიცია“ ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარია“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
მისი თქმით, აშშ-თან საქართველოს აქვს გრძელი და ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობის ისტორია. ჯაფარიძის განმარტებით, აშშ ასრულებდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს საქართველოს განვითარებაში მისი პოლიტიკური მხარდაჭერით და ფინანსური დახმარებით, მაგრამ 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები და დაანგრია საქართველოს ეკონომიკა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, მოქმედი მთავრობის პირობებში მოქალაქეები გაღარიბდნენ, გაზრდილია ფასები, დაბალია ხელფასები და ქვეყანა იცლება მოსახლეობისგან.
„თუ ასე გავაგრძელეთ, ძალიან მალე ჩვენ აღარ გვექნება ქვეყანა. ჩვენი მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ჩვენი სახელმწიფო ხდება არშემდგარი დისფუნქციური ქვეყანა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაერთიანოთ ქვეყანა და ხალხი, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, აღვადგინოთ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორებთან და დავდგეთ კვლავ აღმშენებლობის გზაზე.
„ერთიანობის კოალიციის“ გამარჯვების შემდეგ ჩვენ მოვიზიდავთ მილიარდობით დოლარის დასავლურ ინვესტიციებს, რომლითაც შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ევროპული დონის პენსიებს და გადავტვირთავთ საქართველოს ეკონომიკას ისე, რომ ოჯახები გაერთიანდება და დღეს უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ