გია ჯაფარიძე: თაროზე ხომ არ ედოთ ლილუაშვილის საქმე და ახლა ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების გადასაფარად წინასაახალწლოდ გაწირეს განტევების ვაცი?

გია ჯაფარიძე:
ამბობდნენ, რომ ქვეყანაში კორუფცია არ იყო. ახლა თვითონ აღიარებენ, რომ ივანიშვილის მარჯვენა ხელი ქრთამად იღებდა მილიონებს და აწყობილი ჰქონდა „ატკატების“ სისტემა. ამ აღიარებით ირკვევა, რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართლი კორუფციაში, ყველა რგოლი ფაქტობრივად
გაჟღერდა მხოლოდ ის ფაქტები, სადაც დაკავებული ტიპები ყვებიან, ჩვენებებს იძლევიან, ხელს ადებენ ალბათ კონკრეტულ ადამიანებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რასაც არ ყვებიან, იქ რამდენი ასეული მილიონის მოპარვის ამბავი იმალება და რამდენ ასეულ მილიონს იპარავენ დღესაც
ორგანიზებული დანაშაული არ არსებობს ქოლ-ცენტრების სახითო, ასე ამბობდნენ, მედიებს უჩიოდნენე, სიცრუეს ავრცელებენო. ახლა აღიარებენ, რომ თურმე მთელი ქსელი იყო ქოლ-ცენტრების და ქართული ოცნება წლები ძარცვავდა დასავლელ პენსიონერებს.
და დღესაც რომ გადაჭედილია ქვეყანა ქოლ-ცენტრებით, მათ ვინ მფარველობს? ლილუაშვილი დაიჭირეს და მისმა მემკვიდრემ გადაიბარა?
თაროზე ხომ არ ედოთ ლილუაშვილის საქმე და ახლა ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების გადასაფარად წინასაახალწლოდ გაწირეს განტევების ვაცი?
და ლილუაშვილი ვინ ჩაწერა 2016 წელს ქოცების სიაში? მერე ვინ დანიშნა მაღალ თანამდებობებზე? ივანიშვილის არჩევანი არ იყო? და სხვები ვინ დანიშნა? ივანიშვილის ბრალეულობა არაფერშია?
არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომელიც „რუსული კანონით“ გააჩერეს ან აკრძალვას უპირებენ, ამდენი წელი საუბრობდნენ მასშტაბურ კორუფციაზე. ე.ი. მართლები იყვნენ? ამის გამოც ხომ არ აკრძალეს?
ლილუაშვილს და ღარიბაშვილს თუ ამდენი აქვთ მოპარული, წარმოგიდგენიათ, ახლა ვინც იქ დასვა ივანიშვილმა, ისინი რამდენს იპარავენ?
ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მართავს საქართველოს.
ბოლოს შეიძლება ბერაც დაიჭიროს

ასევე დაგაინტერესებთ