“ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლა არის შეთანხმება ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის. შეთანხმებას აქვს პირობები, რომელიც უნდა შესრულდეს.
ქართული ოცნების უზურპატორი ხელისუფლება რამდენიმე წელია არღვევს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე საქართველოსა და ევროპის კავშირის 27 ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების პირობებს.
ევროპის კავშირი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნოს უვიზო მიმოსვლა, ისევ როგორც ზოგადად ევროპული მომავალი. ქოცები არ იცავენ შეთანხმების პირობებს.
დღეს თუ ევროპის ცალკეული ქვეყნები ასანქცირებენ ქოც ჯალათებს, ადრე თუ გვიან ევროპის კავშირს მოუწევს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს საქართველოს, რადგან ქართული ოცნება არ იცავს შეთანხმებას.
ეს დღე ახლოვდება, ამიტომ აეწვათ ქართული ოცნების პაპუასებს და ალაპარაკდნენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე.
როგორი დაბალი წარმოდგენის უნდა იყო საკუთარ ამომრჩეველზე, როგორ უნდა გეზიზღებოდეს და ამცირებდე მას, რომ ის ტყუილები აკადრო, რასაც ქართული ოცნების დინასტიური მოღალატეები თავის ხალხს უყვებიან.
ჩვენი თხოვნა არ უშველის, თუ ერთი მხარე არღვევს პირობებს, მეორე მხარე იძულებული იქნება, შეთანხმება შეაჩეროს. ევროპის კავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა ავტორიტარულ ქვეყნებთან. თუ ხარ ქვეყანა, სადაც დემოკრატია არ გაქვს, არღვევ ადამიანის უფლებებს, პოლიტიკური ნიშნით დევნი ადამიანებს, ციხეში გყავს გამომწყვდეული სინდისის პატიმრები, შენი ადგილი არაა ევროპაში. ადამიანის მწამებელი, მკვლელი, დამნაშავე რომ სახლში მოგადგეთ, გინებით და ტალახიანი ფეხებით, ხომ არ შეუშვებთ სახლში. ასეთი სტუმარია ქართული ოცნება და დღეს თუ ხვალ მათ გამო მოგვიწევს საკონსულოებში რიგის დაკავება,” – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სოზარ სუბარმა.