გია ჯაფარიძე – არ მგონია, ჯუანშერ ბურჭულაძე ყველაზე კორუმპირებული იყოს, „ქართული ოცნება“ კორუფციაში ლპება, აღარ იციან საკუთარ ვილებში რამდენი აუზი აიშენონ, რომელი ავტომანქანა შეიძინონ – მეეჭვება ბურჭულაძეზე გაჩერდნენ!

საუბარი იმაზე, რომ საქართველო ავტოკრატიისაკენ მიდის არასწორია – საქართველოში დიდი ხანია ავტოკრატია ჩამოყალიბებულია და ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის – ყალიბდება პიროვნების კულტი, ხდება აზროვნების კონტროლი და ადამიანებს აიძულებენ, აზროვნებაზე თქვან უარი! – ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დიპლომატი გია ჯაფარიძე.
ჯაფარიძე სუს-ის მიერ ორი ოპოზიციონერის – სა და მურთაზ ზოდელავას დაპატიმრებას, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შიშით ხსნით.
როგორც ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, თუ რამე არის დანაშაული და თუ სადმე კორუფციისა და მოსყიდვის დანახვა შეიძლება, ეს არის ის, რასაც “ქართული ოცნება“ 2011 წლიდან დღემდე აკეთებს.
„მეც მიმაჩნია, რომ ეს განპირობებულია შიშით. შიში ლევან ხაბეიშვილის, პაატა ბურჭულაძის და სხვების მიერ 4 ოქტომბერს გამოცხადებულ დროშების აქციას უკავშირდება. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ იმდენად დიდ და ღრმა კრიზისშია, რომ მათ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა აშინებთ. ეს ამ შიშით იყო გამოწვეული.
ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაპატიმრების მეორე მიზეზი, ალბათ, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი ა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან კომიკურ პერსონაჟად ყალიბდება – თითქოს სთვის იმის ჩვენება უნდა, რომ ახალი ცოცხი უკეთესად დაგვის. მგონია, რომ მიზეზი მასთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებული ჭორებიც უნდა იყოს, რაზეც ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. მდინარაძე თავის პატრონს ერთგულებას უმტკიცებს: – ის კი არ არის სწორი და მართალი, რასაც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, მე შენზე არ მიჭორავია, ქმედებით გიმტკიცებ ერთგულებას.
კიდევ რასაც დავამატებდი, ალბათ, არის გზავნილი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ: – „ჩვენ რეპრესიული მანქანის მოქმედებას უფრო ვაძლიერებთ“.
ქვეყანა ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც არც დღეს და არც გაყალბებული საპარლამენტო ს შემდეგ არ დაწყებულა. ეს გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, როცა „რუსული კანონი“ პირველად შეიტანეს. კრიზისი არის თავად „ქართულ ოცნებაში“. ეს კრიზისი კიდევ მეტად გაღრმავდება და „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ იქნება ქმედებები, რომელიც გუშინ ვიხილეთ.
„ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და მათ პატრონებს მოსკოვში მუდმივი პროტესტი განსაკუთრებულად უშლის ნერვებს. ეგონათ, რომ მალე დასრულდებოდა, მაგრამ არ სრულდება. საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია დიდწილად განპირობებულია ქართველი ხალხის ქმედებებით – იმით, რომ პროტესტი არ წყდება. ამიტომ სურთ ახალგაზრდა გოგო სამაგალითოდ დასაჯონ. კაცობაზე, ქართველობაზე, ღირებულებებზე რომ თავს დებს ის ადამიანი, 23 წლის სტუდენტს უშვებს ციხეში იმის გამო, რა ქმედებისთვის „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არავინ დასჯილა.
რა ბრალდება წაუყენეს ლევან ხაბეიშვილს? კარგად მახსოვს დაპირება – 5 მილიონი თითოეულ სოფელს. მახსოვს, დარიგებული ბარათები, რომ დაეწერათ სურვილები და ეს სურვილები ბიძინა ივანიშვილის მიერ შესრულდებოდა. მახსოვს, ერთ-ერთი არჩევნების წინ ჩამოწერილი ბანკის ვალები და ძალიან სამწუხაროა, რომ ბანკებმა „ქართულ ოცნებასთან“ ამ სახით ითანამშრომლა. მაშინ „ქართული ოცნება“ თავად აცხადებდა, რომ ვალი 600 ათას ადამიანს ჩამოეწერა. თუ რამე არის დანაშაული და თუ სადმე კორუფციის და მოსყიდვის დანახვა შეიძლება, ეს არის ის, რასაც „ქართული ოცნება“ 2011 წლიდან დღემდე აკეთებს და არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას, ჯაფარიძის თქმით, ბურჭულაძის დაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს არ ენდობიან და პიროვნებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე მოძრაობენ, ერთმანეთს გადაეკიდნენ.
როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, „მილიონ პროცენტზე მეტით დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეზე უფრო კორუმპირებული ადამიანები არიან“.
„ქართული ოცნება“ კორუფციაში ლპება და არა მგონია, რომ მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძე ყველაზე კორუმპირებული იყოს. აღარ იციან საკუთარ სახლებსა და ვილებში რამდენი აუზი აიშენონ, რა ძვირადღირებული ავტომანქანა შეიძინონ, როგორ გაერთონ და რა ძვირადღირებულ ჭინჭებში დახარჯონ ფული.
ჯუანშერ ბურჭულაძის დაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ერთმანეთს არ ენდობიან. ზოგადად, „ქართულ ოცნებაში“ ყოველთვის ასე იყო – ბიძინა ივანიშვილის კარზე, მის მზის ქვეშ ივანიშვილისათვის ერთგულების დამტკიცებას ერთმანეთს ასწრებდნენ. ერთმანეთს შორის ნდობა და მეგობრული ურთიერთობები არ არსებობდა. დღეს ნდობის განსაკუთრებული კრიზია. პიროვნებები, რომლებიც ივანიშვილის ორბიტაზე მოძრაობენ ერთმანეთს გადაეკიდნენ. ივანიშვილთან ერთმა ჯგუფმა მიიტანა რაღაც ინფორმაციები და ამ კორუფციულ მექანიზმში ერთი ჭანჭიკი ბურჭულაძის სახით ამოაგდეს. მას სამაგალითოდ სჯიან – დაკავებულია ჯუანშერ ბურჭულაძე, ბურჭულაძის ცოლის ძმა და რკინიგზაში მომუშავე დაჩი ცაგურიას ცოლის ძმა. როდესაც ასეთი უნდობლობაა, არა მგონია, რომ საქმე ამ სამ ადამიანზე გაჩერდეს“’, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის შეფასებით, სახეზეა ყველა ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ტოტალიტარული მმართველობა ყალიბდება.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო პარტნიორები სწორ შეფასებებში აგვიანებენ, რადგან ახლა საუბარი იმაზე, რომ საქართველო ავტოკრატიისკენ მიდის, არასწორია.
„საქართველოში დიდი ხანია ავტოკრატია ჩამოყალიბებულია და ქვეყანა ტოტალიტარიზმისკენ მიდის – ყალიბდება პიროვნების კულტი, ხდება აზროვნების კონტროლი და ადამიანს აიძულებენ, რომ აზროვნებაზე უარი თქვან“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ევროპელ პარტნიორებთან „ქართული ოცნების“ კონფრონტაციულ ურთიერთობას და განსაკუთრებით, საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, გია ჯაფარიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ მტრის ხატის შექმნა სჭირდება.
„მტრის ხატი ვერ იქნება და მათი ახალი პარტნიორი ჩინეთი. მტრის ხატი საიდანღაც უნდა მოიტანონ და ეს „საიდანღაც“ არის დასავლეთი – ევროკავშირი და -ში.
მახსოვს, პირველი რუსული კანონის წინ როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან მქონდა საუბარია, მას უთქვამს, რომ , ანრი ოხანაშვილი და გერმანიაში განათლებამიღებული ხალხია და დემოკრატია არის მათი რწმენა. ამ კაცს ასე მიაჩნდა და მათთან ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო. პიტერ ფიშერი სამიზნე რამდენიმე რამის გამო გახდა – „ქართულ ოცნებას“ სჭირდება მტრის ხატის შექმნა და ევროკავშირში გერმანიის პოზიციას აქვს დიდი მნიშვნელობა. გერმანიაში პოლიტიკური კონსენსუსია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული, მაფიოზური სინდიკატი, რომელიც ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. სწორედ ამის გამო გერმანიის ელჩი, რომელიც მაღალი რანგის დიპლომატია, განსაკუთრებული სამიზნე გახდა“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.