: IRI-ს კვლევაში ყველაზე ინფორმატიული გახლავთ ნაცების (40%) და ქოცების (29%) ნეგატიური რეიტინგი

“IRI-ს კვლევაში ყველაზე ინფორმატიული გახლავთ ნაცების (40%) და ქოცების (29%) ნეგატიური რეიტინგი.
ეს ნიშნავს, რომ ნაც. მოძრაობას არანაირი ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ გააჩნია და მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ არსებული მხარდაჭერის შენარჩუნებაა. ხოლო, ყველა პარტია, რომელიც მასთან შევა კოალიციაში, დაკარგავს საკუთარ ელექტორატს და შესაბამისად იდენტობას.
ნუ, ერთი-ორი კაცი ისარგებლებს გამსვლელ სიაში მოხვედრით.
ქართულ ოცნებასაც პრაქტიკულად აღარ გააჩნია ელექტორალური ზრდის პოტენციალი. თუმცა მას ჯერ კიდევ შეუძლია სხვადასხვა რესურსის ბოროტად გამოყენებით მოახდინოს ნეიტრალური, ე.წ. “სამობილიზაციო ელექტორატის” მოზიდვა იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის ამ სეგმენტის აღებას ვერ შეძლებენ ალტერნატული პოლიტიკური ცენტრები. ეს კი სამწუხარო, მაგრამ სავსებით რეალური პერსპექტივაა…”, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში