გია ხუხაშვილი – ხელისუფლებას ოპოზიციის რეგიონებში გამოჩენის ეშინია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვისი ტვინების გამორეცხვასაც ჯერჯერობით მმართველი გუნდი ახერხებს სპეკულაციური საარჩევნო კამპანიით, ეს რეგიონებია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
– ბატონო გია, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.
ხაზარაძემ მომხდარზე თქვა – „საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტიაო“. გახარიას გუნდის წევრებმა ამ თემაზე თქვეს, – „ველოდებით რომ ხაზარაძე გახარიას ბოდიშს მოუხდისო“.
არა მგონია ხაზარაძემ გახარიას ბოდიში მოუხადოს, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ რადგან საერთაშორისო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა, ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინური კომპანია დაიწყებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? იმ შემთხვევაში თუ ხაზარაძე-ჯაფარიძემ გააგრძელეს სასამართლო დავა, სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება ექნება ამ პროცესს?
– ამ საკითხის სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ. საერთაშორისო არბიტრაჟი აბსოლუტურად სანდოა. განხილვა საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდა, ალბათ დეტალები იქნა შესწავლილი, მე არა ვარ კომპეტენტური, რომ ამ თემაზე ვისაუბრო, მითუმეტეს რომ არც საქმის მასალები არ ვიცი და არც განჩინება როგორია, არ ვიცი.
ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ანაკლიასთან დაკავშირებით პოლიტიკური დანაშაული ძალაში რჩება. ასეა, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. ფაქტია, რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელის შეშლას ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა. ეს ეხება რისკების გაზრდას, ინვესტორებისთვის პრობლემების შექმნას და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ჰქონდა ადგილი.
ხელისუფლების მხრიდან ანაკლიასთან დაკავშირებით პოლიტიკური დანაშაული ძალაში რჩება. ასეა, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. ფაქტია, რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელის შეშლას ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა. ეს ეხება რისკების გაზრდას, ინვესტორებისთვის პრობლემების შექმნას და ასე შემდეგ
დღეს ცხადდება ტენდერი და დღევანდელი მოცემულობით და ხელისუფლება პოტენციურ ინვესტორს ბევრად უფრო მომგებიან პირობებს უქმნის, ვიდრე თავის დროზე კონსორციუმს. თავად შედის წილში და ასე შემდეგ. იგივე პირობები და მიდგომები რომ ჰქონოდა ხელისუფლებას კონსორციუმთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი დღეს დასრულებული იქნებოდა. ჩემთვის ესაა მთავარი.
დავა და პოლიტიკური ასპექტი და ისიც ახლა ამ თემაზე ვინ რას ლაპარაკობს, ნაკლებად საინტერესოა.
– „ლელოს“ გენმდივნის თქმით, „რეალურად, არბიტრაჟმა არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა.“
იმის გათვალისწინებით, რომ „ლელოსთვის“ ანაკლიის პორტის თემა ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო თემა იყო, კითხვას ასე დავსვამ – სავარაუდოდ, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება რა გავლენას იქონიებს „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიაზე?
– ბუნებრივია, მომხდარი ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის არასასიამოვნოა, მაგრამ, მე არა მგონია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სისტემური გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესზე.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ძალაში რჩება. სამართლებრივი მხარე პოლიტიკურ პროცესზე არა მგონია სისტემურად აისახოს.
– „Edison Research-ის“ სოციოლოგიურ კვლევების შედეგებზე ორი დღეა საშინაო პოლიტიკაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა.
ამ კვლევის შედეგებით, „ერთობა-ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას „საქართველოსთვის“ და „გვარამია-მელია“ გუნდებს ამომრჩეველთა ზრდა დაუფიქსირდათ.
ამავე კვლევის თანახმად, ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ პარტიებს მხარდაჭერის ზრდა კი დაუფიქსირდათ, მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ არჩევნებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა. მმართველმა პარტიამ მხოლოდ ახლა დაიწყო საარჩევნო კამპანია. და ეს ყველაფერი მოხდა იმის ფონზე, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას გაფუჭებული აქვს ურთიერთობები ევროკავშირთან და -სთან.
თქვენ როგორ შეაფასებდით, Edison Research-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგებს?
– სახელმწიფოებრივად არა მგონია მნიშვნელოვანი იყოს თუ როგორ გადანაწილდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის განწყობები. ყველა ოპოზიციონერს უნდა ესმოდეს, რომ ახლა კინკლაობის დრო არ არის.
Edison Research-ის სოციოლოგიური კვლევაში მთავარი არის ის, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაცია კლებადია და და მხარდაჭერა დეგრადაციას განიცდის. ის ნარატივი, რაც ხელისუფლებამ პროპაგანდისტულ აიღო ინსტრუმენტად – ომი თუ მშვიდობა, საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც მშვიდობის ერთადერთი გარანტი, ეს პოლიტტექნოლოგია ისე, როგორც ხელისუფლებას უნდა, არ მუშაობს.
ამგვარი არჩევანის სპეკულაციური ხასიათი ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის გასაგებია, ამიტომ, ამომრჩევლისთვის უფრო მნიშვნელოვანია რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სარეფერენდუმოდ გამოიტანა – დასავლეთი თუ ს იმპერიაში დაბრუნება?
კვლევის შედეგების თანახმად, ჯამურად ოპოზიციას ხელისუფლებასთან მიმართებაში უკვე აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა და ეს უპირატესობა მზარდია. თუმცა, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. რატომ? იმიტომ რომ არც ადმინისტრაციული რესურსი და არც ოპოზიციის სისუსტის განცდა არსად წასულა.
კვლევის შედეგების თანახმად, ჯამურად ოპოზიციას ხელისუფლებასთან მიმართებაში უკვე აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა და ეს უპირატესობა მზარდია. თუმცა, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. რატომ? იმიტომ რომ არც ადმინისტრაციული რესურსი და არც ოპოზიციის სისუსტის განცდა არსად წასულა
შესაბამისად, ოპოზიციას დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, მათ ამომრჩეველს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც რთული მდგომარეობაა, კარგად უნდა აუხსნან არსებული მდგომარეობა.
თუ ოპოზიციამ ამგვარი სამუშაოების რეგიონებში არ ჩაატარა, არჩევნებზე აქტივობა იქნება დაბალი. დაბალი აქტივობის პირობებში კი ს შედეგი შესაძლოა შეიცვალოს ხელისუფლების სასარგებლოდ. ხელისუფლებას აქვს თავისი რესურსის გამოყენების საშუალება. ეს მაშინ, როცა მხარდამჭერები 20-25% მას ისედაც ჰყავს.
თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 50%-ზე ნაკლები იქნა, რაც არ უნდა უკმაყოფილება იყოს ხელისუფლების მიმართ, ხელისუფლებას მაინც ექნება შანსი მოიგოს არჩევნები.
თუ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 50%-ზე ნაკლები იქნა, რაც არ უნდა უკმაყოფილება იყოს ხელისუფლების მიმართ, ხელისუფლებას მაინც ექნება შანსი მოიგოს არჩევნები
– არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი და პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობა ამ პოლიტიკურ ბრძოლაში თავთავიანთი სტრატეგიითა და ტაქტიკით მოქმედებენ.
თქვენი აზრი როგორი საარჩევნო სტრატეგიითა და ტაქტიკით მოქმედებს ხელისუფლება?
– რადგან ოპოზიციამ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ვექტორთან დაკავშირებით 26 ოქტომბერი ერთგვარ რეფერენდუმად გამოაცხადა, ხელისუფლებამ მთავარ იარაღად და თემის გადასაფარად ომისა და მშვიდობის საკითხი აიღო.
ხელისუფლება პოზიციონირებს როგორც მშვიდობის დამცველი და ოპოზიციას აბრალებს რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მეორე დღესვე დაიწყება ომი. ეს არის ხელისუფლების სტრატეგია, ამას თან ახლავს დასავლეთის დემონიზაცია, ევროსკეპტიციზმის დანერგვა, საუბრები იმაზე, რომ დასავლეთი გარყვნილების ბუდეა და ასე შემდეგ.
ხელისუფლება პოზიციონირებს როგორც მშვიდობის დამცველი და ოპოზიციას აბრალებს რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, მეორე დღესვე დაიწყება ომი. ეს არის ხელისუფლების სტრატეგია, ამას თან ახლავს დასავლეთის დემონიზაცია, ევროსკეპტიციზმის დანერგვა, საუბრები იმაზე, რომ დასავლეთი გარყვნილების ბუდეა და ასე შემდეგ
ეს არის ხელისუფლების ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური და ტრადიციების დამცველის პოზიციაში დგომა. ამაზეა აგებული მთელი მათი ტექნოლოგიური ხაზი.
– ხელისუფლების ამ საარჩევნო სტრატეგიას როგორ საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას უპირისპირებენ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები?
– ჯერჯერობით, ამ თვალსაზრისით ოპოზიციურ ფლანგზე რთული მდგომარეობა გვაქვს. 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის სტანდარტული არჩევნები. არჩევნებზე ამომრჩეველი უნდა მივიდეს ორი არჩევანის გასაკეთებლად – ან უნდა აირჩიოს რუსეთის იმპერიაში დაბრუნება, ან დასავლეთი. თუ დასავლეთი უნდა, შემდეგ აქვს ჩაშლი არჩევანი სხვადასხვა ოპოზიციურ ცენტრებთან დაკავშირებით.
ოპოზიციამ მოსახლეობას უნდა აუხსნას რამდენად მნიშვნელოვანია ამ სარეფერენდუმო კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა. ვიმეორებ, განსაკუთრებით რეგიონებში. რეგიონებშია საჭირო დიალოგის რეჟიმში მუშაობა. არა მონოლოგის რეჟიმში, ტელეეკრანებიდან საუბარი, არამედ რეგიონებში ადამიანებთან ჩასვლა და ღია დიალოგი. ამ თვალსაზრისით, ოპოზიციამ უნდა შეძლოს მოსახლეობასთან დიალოგის რეჟიმის შექმნა.
26 ოქტომბრის არჩევნები არ არის სტანდარტული არჩევნები. არჩევნებზე ამომრჩეველი უნდა მივიდეს ორი არჩევანის გასაკეთებლად – ან უნდა აირჩიოს რუსეთის იმპერიაში დაბრუნება, ან დასავლეთი. თუ დასავლეთი უნდა, შემდეგ აქვს ჩაშლი არჩევანი სხვადასხვა ოპოზიციურ ცენტრებთან დაკავშირებით
ვხედავთ, რომ ოპოზიციამ დაიწყო რეგიონებში შეხვედრები, მაგრამ, ეს არასაკმარისი. და მეორე და მთავარი – ოპოზიციამ ამომრჩეველს უნდა შესთავაზოს პოზიტიური დღის წესრიგი. ადამიანებს მხოლოდ გრძელვადიანი განვითარების პრობლემები არ აქვთ. მათ აქვს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, აქვთ უსაფრთხოების პრობლემები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ოპოზიციას ეს სამუშაოები აქვს ჩასატარებელი, რადგან, გარდა იმისა რომ ამომრჩეველმა ევროინტეგრაციის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, ოპოზიციური ცენტრების დიდ მენიუში გააკეთოს თავისისთვის სასურველი არჩევანი.
ამას სჭირდება პროგრამების ფორმირება, და ამ პროგრამის იმ სახით ხალხისთვის გაცნობა და წარდგენა, რაც ადამიანებისთვის გადაგები და მისაღები იქნებოდა.
ჯერჯერობით, ამ საქმეს ოპოზიცია ძალიან უხარისხოდ ასრულებს, ან არ ასრულებს და აქ აქტიურობაა საჭირო.
– თქვენმა მსჯელობამ იმაზე, თუ რა უნდა აკეთოს ოპოზიციამ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის ს უცნაური განცხადება გამახსენა.
ვგულისხმობ იმ განცხადებას, სადაც მან პრაქტიკულად დაუანონსა ოპოზიციას ის, თუ რა მოუვათ მათ, თუ რეგიონებში ამომრჩევლებს რეგიონებში შეხვდებიან.
ცხადია, რომ ეს მისი მხრიდან ირიბად მუქარას ჰგავდა, რაც ოპოზიციის ლიდერებმა გააპროტესტეს კიდეც. სამწუხარო ისაა, რომ არჩევნები ახლოვდება და ვერა და ვერ გახდა შესაძლებელი პოლიტიკური ლიდერების ტელეეთერებში ოპონირების რეჟიმში დიალოგის ორგანიზება.
დღეს რასაც ვხედავთ, ისაა, რომ ამა თუ იმ მნიშვნელოვან თემაზე პოლიტიკოსები ერთმანეთთან სხვადასხვა ეთერებით მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში არიან…
– ხელისუფლებას ოპოზიციის რეგიონებში გამოჩენის ეშინია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვისი ტვინების გამორეცხვასაც ჯერჯერობით მმართველი გუნდი ახერხებს სპეკულაციური კამპანიით ეს რეგიონებია.
თბილისისგან განსხვავებით რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება სერიოზულ ბერკეტებს ფლობს და რეალურად აკონტროლებენ და მართავენ. ხელისუფლებისთვის ოპოზიციის გამოჩენა ძალიან სახიფათოა, ამიტომ იმუქრებიან. მუქარის მიუხედავად, ოპოზიცია არ უნდა შეუშინდეს არც პროვოკაციებს და არც ქვის სროლას.
ხელისუფლებისთვის ოპოზიციის გამოჩენა ძალიან სახიფათოა, ამიტომ იმუქრებიან. მუქარის მიუხედავად, ოპოზიცია არ უნდა შეუშინდეს არც პროვოკაციებს და არც ქვის სროლას
2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება ქვებს ისროდა, მაგრამ ჩვენ მაშინ მაინც ჩავდიოდით რეგიონებში. თეთრი პერანგებით და ჰალსტუხებით პოლიტიკა არ კეთდება. ოპოზიცია ფიზიკურად უნდა გავიდეს ხალხში, სხვანაირად პოლიტიკა არ კეთდება.
– ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ გართულებული ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან და აშშ-სთან.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების არა ერთი გაფრთხილებისა, მმართველმა გუნდმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონი“ მიიღო, რის შემდეგაც ევროკომისიამ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის პერსპექტივა ქვეყანას არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიაა დაწყებული, ამერიკის პოლიტიკურმა კლასმა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ამის მაგალითი იყო გუშინ აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული საკმაოდ მწვავე განცხადებები.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ რომ მათი ხელმძღვანელობით ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირში შევა, ამერიკასთანაც ურთიერთობები დალაგდება.
თუმცა, ვხედავთ, რომ ამგვარი განწყობები არც ევროკავშირსა და არც ამერიკის არც კონგრესში და არც სენატში აშკარად არაა.
ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც ომი ში დასრულდება, საქართველო სწრაფად შეძლებს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების იმ განცხადებებს, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება?
– სრულიად ცხადია, რომ ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობების გამოსწორებას არ ფიქრობს. ხელისუფლება ახდენს თავისი ქმედებების რუსულ მოდელზე აწყობას, არა მხოლოდ კანონმდებლობის, მმართველობით მოდელზე აწყობას.
ასეთ ფონზე, როცა ხელისუფლება აკეთებს რიტორიკულ განცხადებებს და საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებას უნდა დასავლეთი. ხელისუფლება ამას იმიტომ აკეთებს, რომ იცის, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს უნდა ევროპა და ცდილობს ამომრჩევლის შენარჩუნებას. რეალურად, ხელისუფლება საქმით რუსეთისკენ მიდის, მაგრამ, რიტორიკულად იძახის რომ დასავლეთი უნდა.
ეს გათვლილია იმაზე, რომ დასავლეთმა თავად თქვას უარი საქართველოზე. მერე იტყვიან – ევროკავშირმა თავად არ მოინდომა ჩვენთან ურთიერთობა.
ვფიქრობ, რომ მოსახლეობას ხელისუფლების ვირეშმაკული თამაში გაშიფრული აქვს. მაგრამ, ვთვლი რომ საკმარისად გაშიფრული არ არის, ამიტომაა საჭირო რეგიონებში სიარული და იმის ახსნა, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდად თამაშობს. რეალურად, მათ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული, მაგრამ ცდილობენ ეს დაფარონ და ამომრჩევლები გააცუცურაკონ.
მოსახლეობას ხელისუფლების ვირეშმაკული თამაში გაშიფრული აქვს. მაგრამ, ვთვლი რომ საკმარისად გაშიფრული არ არის, ამიტომაა საჭირო რეგიონებში სიარული და იმის ახსნა, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდად თამაშობს. რეალურად, მათ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული, მაგრამ ცდილობენ ეს დაფარონ და ამომრჩევლები გააცუცურაკონ
– გახარიას თანაგუნდელების მტკიცებით, მათ გუნდში იქნება „სიურპრიზები“.
ძნელი სათქმელია რა სიურპრიზებზე საუბრობენ ისინი, მაგრამ, იმის გათვალისწინებით რომ თქვენ გახარიას გუნდთან საკმაოდ ახლო ურთიერთობები გაქვთ, ხომ არ იგეგმება თქვენი გახარიას გუნდში აღმოჩენა?
– მე არასოდეს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ სულ პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში ვარ, პარტიული მოღვაწე არასდროს ვყოფილვარ.
რაც შეეხება დახმარებას, მე აუცილებლად ვითანამშრომლებ გახარიასთან, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს ინტერესებშია. გახარიასთან, ისევე როგორც „ლელოსთან“ და სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრებთან. ვიღაცასთან ცოტა მეტად, ვიღაცასთან ცოტა ნაკლებად.
აუცილებლად ვითანამშრომლებ გახარიასთან, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს ინტერესებშია. გახარიასთან, ისევე როგორც „ლელოსთან“ და სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრებთან. ვიღაცასთან ცოტა მეტად, ვიღაცასთან ცოტა ნაკლებად
რაც შეეხება პარტიაში გაწევრიანებას, მე არ ვაპირებ. არც არჩევნებში მონაწილეობას, რადგან, ამისთვის პოლიტიკოსი უნდა გავხდე. მაგრამ, ის, რომ ყველას შევეცდები დავეხმარო, ამას გიდასტურებთ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ