გია ხუხაშვილი – საქართველოში რუსული, კრიმინალური ფული გათეთრდა და ვიღაცას უნდა წარმოაჩინოს, თითქოს ეს სავალუტო ჯიხურის საშუალებით მოხდა, რაც სრული აბსურდია – შეუძლებელია ხელისუფლების გარეშე ასეთი ოპერაციების კეთება

საქართველოში რუსული შავი, კრიმინალური ფულის გათეთრება მოხდა და ბუნებრივია, ხელისუფლება საქმის კურსში იყო, მათ შორის, ისინი, ვინც დღესაც ხელისუფლებაში არიან – ეს იყო ს მხრიდან შავი ფულით ეკონომიკური ექსპანსია, რომელიც „ფე-ეს-ბეს“ წარმატებული სპეცოპერაცია გამოდგა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, რომ 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.
მისი თქმით, საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის რუსული ფულის გათეთრებაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თავისი ყველა შესაბამისი უწყებით.
ხუხაშვილის ფიქრობს, რომ ამ ყველაფერში ეროვნული ბანკი და კომერციული ბაკებიც მონაწილეობდნენ.
„პერსონალიზაციაზე ვერ ვისაუბრებ, ჭორაობას დაემსგავსება, იმიტომ, რომ მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. რაც შეეხება თავად ოპერაციას – მე ამაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვწერდი, რომ მიმდინარეობს ფულის გათეთრების ძალიან მასშტაბური, უპრეცედენტო ოპერაცია. ეს იყო აბსოლუტურად თვალსაჩინო. ში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთი გარკვეულწილად, ეკონომიკური იზოლაციის პირას აღმოჩნდა, რუსეთიდან წამოვიდა საქართველოში შავი ფულის ძალიან დიდი მასა. მე ვსაუბრობდი, რომ ეს იყო ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ამას სჭირდებოდა სერიოზული კონტროლი. ეს ფული არის რუსული ფული, რუსული კრიმინალური ფული, რუსული სპეცსამსახურების სალარო. ამ ფულზეა საუბარი. როგორ მოხვდა ეს ლეგალურ სივრცეში?! ვიღაცას უნდა წარმოაჩინოს, თითქოს, ეს სავალუტო ჯიხურის საშუალებით მოხდა, რაც სრული აბსურდია. მე ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ამ ოპერაციაზე ეროვნულ ბანკზეა. მის კონტროლს მიღმა ვერ დარჩებოდა ამ ფულის ასეთი მასშტაბის ლეგალიზაცია. მე ვფიქრობ, კომერციული ბაკებიც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. მე ვეკითხები ეროვნულ ბანკს, რატომ არ მოხდა საქართველოში ბანკებში ანგარიშების გახსნის და მით უმეტეს, მათზე უზარმაზარი თანხების მოხვედრის რეგულირება.
ეს იყო რუსეთის მხრიდან შავი ფულით ეკონომიკური ექსპანსია, რომელიც წარმატებული სპეცოპერაცია გამოდგა „ფე-ეს-ბესი“ საქართველოში. ბუნებრივია, ხელისუფლება საქმის კურსში იყო. შეუძლებელია ხელისუფლების გარეშე ასეთი ოპერაციების კეთება, მათ შორის, ისინი ვინც დღესაც ხელისუფლებაში არიან. რა თქმა უნდა, ამაში ჩართული იყო ყველა. მოხდა ხელისუფლების სრული კრიმინალიზაცია. ამ სპეცოპერაციას ჰქონდა, რა თქმა უნდა, თავისი კრიმინალური განზომილება, მაგრამ ამასთანავე ჰქონდა პოლიტიკური განზომილება. ხელისუფლებმა თქვა, “მოდის ეს შავი ფული, შემოვიდეს, რა ჯობია?!“ ჩვენც გარკვეული ეკონომიკური პრობლემები გვქონდა იმ პერიოდში და მოხდა არაფორმალურად ლეგიტიმაცია ამ დიდი სიბინძურის და მოხდა რუსული შავი, კრიმინალური ფულის საქართველოში გათეთრება. ფიგურანტები ვინ არიან საერთოდ არ არის საინტერესო. ფაქტია, რომ პასუხისმგებელი ამაზე არის ხელისუფლება, თავისი ყველა შესაბამისი უწყებით,“ -განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, მან კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სუს-ი პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, დამკვეთი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ა.
მისი თქმით, ს გეგმაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა კობახიძეს და მის ჯგუფს დააკისროს და ს შემდეგ „ჩარეცხოს“, საპასუხოდ კი, კობახიძე ცდილობს „ბიძინას ირგვლივ მიწა დაწვას, აღარავინ დატოვოს, ვისი ხელითაც ამას მოახერხებს“.
ხუხაშვილის განცხადებით, „ბიძინას თუ ესენი ასე ეთამაშებიან, ძალიან ცუდად დაამთავრებენ, იმიტომ, რომ ასეთ ტაქტიკურ თამაშებში ბიძინა ამათ ძვლიანად შეჭამს, მაგის დიდოსტატია“.
ამასთან, პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ , გრიგოლ ლილუაშვილი და ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი სამიზნეები არიან, როგორც „ბიძინას პოტენციური სამარქაფო თამაში“.
„სუსს არ ჰყავს სამიზნე. სუს-ი ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. კითხვა, ალბათ, ასე უნდა ისმეოდეს, ვინ არის დამკვეთი?! მე ამას ვადარებ ბრაზილიურ სერიალში მდიდარ ადამიანს ბოროტი შვილი რომ ჰყავს და ის რომ ცდილობს, მამიკოს ერთადერთი მემკვიდრე გახდეს და სხვა დებზე და ძმებზე მამიკოს მუდმივად უყვება, რომ ისინი ფულს პარავენ, ბიზნესს უნგრევენ და ა.შ. ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე. ეს ბოროტი ბავშვი არის კობახიძე. თავიდანვე დადიოდა ბიძინასთან და ეუბნებოდა, რომ ეს იმაშია, ის იმაშია და ა.შ. როგორ გახდა ის პრემიერ-მინისტრი?! ბიძინას ყველაზე ცუდებს უყვებოდა და მერე თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ამ ხალხისგან ამ ფულს ამოიღებდა. ბიძინამაც მიუშვა, „მიდი, აბა, ამოიღე“. ეს დაერია. რომ დაერია, ვერ ამოიღო ეს ფული, იმიტომ, რომ ერთმა თვითმკვლელობა სცადა, მეორე ველოდები, რომ შეიძლება, სიმამრის სასახლის მესამე სართულიდან გადმოხტეს და ფეხი მოიტეხოს. ფულს რომ ვერ იღებს გადაწყვიტა, პოლიტიკური განზომილებაც გააჩინოს. ბიძინასთან რაღაცით თავი ხომ უნდა იმართლოს და ეუბნება, რომ ეს ხალხი ოპოზიციასთან არიან ალიანსში. ახალი თეორია დაემატა. ცდილობს, რომ ფულის ამოღებასთან დაკავშირებით თავისი ფიასკო გაამართლოს. ეს ზღაპარი საიდან გაჩნდა, რომ ღარიბაშვილი თურმე აფინანსებს ხაბეიშვილს?! ეს ხომ სრული აბსურდია. როგორ შეიძლება ღარიბაშვილი აფინანსებდეს ხაბეიშვილს.
აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა აუცილებლად უნდა დაიჭირონ. დაჭერა არის ერთ-ერთი მეთოდი. ამ ბოროტი ბავშვის საბოლოო მზიანი რა არის?! მისი მიზანია, რომ მოხდეს ბიძინას სტერილიზაცია, ანუ, ბიძინას მის გარდა მემკვიდრე არ დარჩეს, იმიტომ რომ ეშინია. ბიძინას თავისი თამაში აქვს. ბიძინას გეგმაა, რომ ამ პროცესში მთელი ეს ნაგავი აკიდოს კობახიძეს და მის ჯგუფს და არჩევნების შემდეგ ჩარეცხოს. ამ ბიჭებმა ეს იციან და შესაბამისად, ცდილობენ, ბიძინა დატოვონ სტერილური, რომ არ მისცენ ამის მანევრის საშუალება. ჩარეცხვის შემდეგ რა უნდა ქნას, თუ სხვა მემკვიდრე არ დარჩა?! ეს თამაში მიდის. დაჭერა არ არის აუცილებელი. ვიღაცა ამ პროცესში გაიქცევა, ვიღაცა ფულს მოიტანს, იყიდის თავისუფლებას, ვიღაცას დაიჭერენ. ღარიბაშვილიც ერთ-ერთი სამიზნეა, რა თქმა უნდა, როგორც ბიძინას პოტენციური სამარქაფო თამაში, ისევე როგორც ლილუაშვილი, გომელაური. ბიძინა როდესაც გადაწყვეტს, რომ კობახიძე ჩარეცხოს, ვიღაცის ხელით ხომ უნდა გააკეთოს ეს?! ამიტომ კობახიძე ცდილობს, ბიძინას ირგვლივ მიწა დაწვას, აღარავინ დატოვოს, ვისი ხელითაც ამას მოახერხებს. პარალელურად, ეს ბოროტი ბავშვი დადის მამიკოს პარტნიორებთან, რუსებთან და ეუბნება, რომ „მამიკო დაბერდა უკვე, ბიზნეს ისე კარგად ვერ აკეთებს და მერე მე მოვალ და უკეთესად გავაკეთებ თქვენთან ბიზნესს“. ამან თავისი ხაზები გაიჩინა რუსეთში ბიძინასგან დამოუკიდებელი და ასეთი მრავალპლანიანი თამაში მიდის. ყველას თავისი თამაში აქვს, ყველას თავისი როლი აქვს. ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, ბიძინას თუ ესენი ასე ეთამაშებიან, ძალიან ცუდად დაამთავრებენ, იმიტომ რომ ასეთ ტაქტიკურ თამაშებში ბიძინა ამათ ძვლიანად შეჭამს, მაგის დიდოსტატია,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტოლოგმა 4 ოქტომბერს, ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის არანაირი რესურსი არ არსებობს და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ცრუ მოლოდინების შექმნას თავი უნდა დაანებონ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმაა, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები მინიმალური გაყალბებით ჩაატაროს და ამაში ოპოზიცია ბოიკოტით ეხმარება. ხუხაშვილის ამბობს, რომ პარალელურად, ივანიშვილის გეგმაა, 4 ოქტომბერს, დაუმორჩილებლობის მომხრე საზოგადოება „ტატამზე აიყვანოს და იქ ცემოს“.
რაც შეეხება უშუალოდ ს განცხადებებს – პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ის არა თუ ნაციონალური ლიდერი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერიც ვერ არის.
„მე არ ვეთანხმები მოლოდინების შექმნას, რომ ულტიმატუმი წაუყენე და თუ არ დათანხმდა. 4 ოქტომბერს ეს ხელისუფლება დასრულდება. სამწუხაროდ, ამის რესურსი არ არსებობს. ჩვენი სურვილიც ასეთია, რა თქმა უნდა, რომ ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და ქვეყანას აბრუნებს რუსეთის იმპერიაში, ჩამოშორდეს ძალაუფლებას, მაგრამ პოლიტიკაში ემოციის და სურვილების გარდა არსებობს საღი აზრი. შენ უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ შეაფასო საკუთარი რესურსები, მოწინააღმდეგის რესურსები, იცოდე, მოწინააღმდეგე რას გეგმავს და სად და რა ფორმით უნდა შეებრძოლო მას. მოლოდინების შექმნა, რაც მთავრდება იმედგაცრუებით, ძალიან ბევრჯერ გვაქვს გავლილი და აღარ მინდა, რომ ეს მოხდეს. ბიძინას გეგმაა, რომ 4 ოქტომბერს ჩაატაროს არჩევნები, მინიმალური გაყალბებით და ამაში ოპოზიცია ეხმარება ბოიკოტით. ხელისუფლებამ უპრობლემოდ უნდა მოიგოს არჩევნები, იმიტომ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არის ბოიკოტში. ანუ, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე იგებს არჩევნებს ბიძინა. პარალელურად, ტატამზე უნდა აიყვანოს დაუმორჩილებლობის მომხრე საზოგადოება და იმ ტატამზე უნდა ცემოს. ასე ხდება რეჟიმის ჩაბეტონება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არის ბიძინას გეგმა. ბიძინა 4 ოქტომბერს გვეპატიჟება ტატამზე, რომ მერე თქვას, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ ესენი და ადგეს და ცეცხლითა და მახვილით ეს ყველაფერი ჩაახშოს. რაც შეეხება „მშვიდობიან დამხობას“ – ოქსიმორონებით სადამდე უნდა ელაპარაკონ ადამიანებს? დამხობაც უნდათ, მაგრამ მშვიდობაც არ ემეტებათ.
ხაბეიშვილი პოლიტპატიმარია და თანავუგრძნობ, მაგრამ ის ნაციონალური ლიდერი არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერიც ვერ არის, იქაც წინააღმდეგობები აქვს, არათუ ნაციონალური ლიდერი. საერთოდ, რატომ ვქმნით მოლოდინებს?! ეს ემსგავსება პროვოკაციას, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, იმიტომ, რომ დიდი კუნთები აქვს და გეუბნება „ამოდი აბა, ტატამზე, მოდი, ვიჩხუბოთ“. ჩვენ რა ვქნათ, შევყვეთ თამაშში? ვაცემინოთ კიდევ ერთხელ თავი?! თუ ჯობია ჭკვიანურად ვიმოქმედოთ?!“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ უმჯობესი იყო, ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და შეეცდება, პირველივე ტურში დაამთავროს ყველაფერი, ეს ქმნის აჯანყების ლეგიტიმურ კონსტიტუციურ საფუძველს.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ ის ეთანხმება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „თბილისის გამოგლეჯის შანსი არსებობს“.
პოლიტოლოგის თქმით, ოპოზიციის სამივე ფრთამ ერთმანეთის ლანძღვას თავი უნდა დაანებოს, ფოკუსი უნდა გაასწოროს და „რაღაცა უნდა დაგეგმოს“.
„რა თქმა უნდა, არ არის იმის შანსი, რომ ნაციონალური მასშტაბით ვიღაცა მოიგებს, მით უმეტეს, რომ ბევრგან არც ჰყავთ კანდიდატები დაყენებული, მაგრამ აქ საკვანძო არის თბილისის თემა. შანსი ყოველთვის არის. თბილისი ოპოზიციურია თავისი განწყობით. ოპოზიციამ ნაცვლად იმისა, რომ ამომრჩეველს ბოიკოტისკენ მოუწოდოს, პირიქით, არჩევნებში წასვლისკენ არ უნდა მოუწოდოს?! რატომ არ არის შანსი?! ეს არის ბრძოლის ველი. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ 4 ოქტომბერს დილა დავიწყოთ და საღამოს დავამთავროთ, არ ჯობია, რომ ამომრჩეველი წავიდეს არჩევნებზე?! ამის მერე ორი სცენარია. ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს და შეეცდება, რომ პირველივე ტურში დაამთავროს ყველაფერი?! ამ შემთხვევაში ეს ქმნის აჯანყების ლეგიტიმურ კონსტიტუციურ საფუძველს. იმ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ აჯანყებაზე თუ ხელისუფლებამ ძალაუფლების წყაროს მოჰპარა ხმა. ეს ქმნის კონსტიტუციურ საფუძველს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვეღარ ილაპარაკებს გადატრიალებაზე და გადმოტრიალებაზე, თუ ხმა მოიპარა და უხეშად გააყალბა. თუ არ გააყალბა, მაშინ მეორე ტური ხომ დაინიშნება?! მოდი, ავიღოთ ეს პერიოდი, რა პროცესი იქნება პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის. ეს უკვე ძალიან საინტერესო პროცესია, ყველაფერზე ხომ არ ვილაპარაკებ ღია ეთერში. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ რაღაცა უნდა დაიგეგმოს. ოპოზიციის სამივე ფრთა უპერსპექტივოა. ეს სამი ფრთა უნდა გაერთიანდეს. ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთი ლანძღონ, ფოკუსი გაასწორონ. ცრუ მოლოდინების შექმნას, რომ 4 ოქტომბერს რაღაცა მოხდება, თავი დაანებონ,“ – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ