გია ხუხაშვილი: როგორც ჩანს, მას აშფოთებს, რომ ხელისუფლებაში მოხდა გარკვეული ინტერს-ჯგუფების ფორმირება, რომლებმაც საკმაოდ “მოისქელეს ერთი ადგილი”

“ივანიშვილის გადაწყვეტილებაში სახელმწიფოებრივი და თუნდაც პოლიტიკური მოტივების ძებნას აზრი არა აქვს.
ის, როგორც ჩანს, განპირობებულია პირადი შფოთებით და ამბიციებით, რომელთაგანაც ორ ძირითადს გამოვყოფდი და რომლებიც პრინციპში მან დღევანდელ გამოსვლაშივე ირიბად აღიარა:
1. მისი პირადი კეთილდღეობის და უსაფრთხოების რისკების პრევენცია პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენის გზით.
2. როგორც ჩანს, მას აშფოთებს, რომ ხელისუფლებაში მოხდა გარკვეული ინტერს-ჯგუფების ფორმირება, რომლებმაც საკმაოდ “მოისქელეს ერთი ადგილი” და შესაბამისად მათი დისტანციური კონტროლი უკვე რთულია და სახიფათო. ამიტომ საჭიროა ისევ ხელით მართვაზე გადასვლა…”, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი .