გია ხუხაშვილი: რაც შეეხება ივანიშვილის განმეორებით განცხადებას, რომ გამარჯვების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” აგებინონ პასუხი …

“ივანიშვილს ახასიათებს წინასაარჩევნოდ ახალი დედლაინის დათქმა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, პირველ და მეორე ტურს შორის, როდესაც ძალიან გაუჭირდა, გამოვიდა და გვითხრა, ერთ წელიწადში ყველა პრობლემას გადავწყვეტო. მოკლედ, დღესაც იმავეს ცდილობს – გვირაბის ბოლოში იმედის ნაპერწკლის გაჩენას, რასაც აუცილებლად არჩევნების შემდეგ უნდა დაველოდოთ და არა მანამდე, რაც მორიგი მანიპულაციაა. რაც შეეხება იმ ილუზიის შექმნის ცდას, რომ -ში რესპუბლიკელები თუ მოვლენ ხელისუფლებაში, ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია. პირიქით, ამ ხელისუფლებისთვის ბევრად არაკომფორტულია რესპუბლიკელების, იმავე ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა. საქმე ის არის, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით უცვლელია. ეს ისტორიამ დაადასტურა”, – აცხადებს ექსპერტი  გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია პრეზიდენტ სგან დისტანცირებას ცდილობს?!”

“განსხვავება ისაა, რომ რესპუბლიკელები გაცილებით ხისტად მოქმედებენ პრობლემების დროს, ვიდრე დემოკრატები. ამ ბოლო პერიოდში ტრამპი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჩვენი ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე ბევრად მკაცრ რეაგირებას მოახდენდა. ივანიშვილი არ არის ბრიყვი და მანაც მშვენივრად იცის ეს, მაგრამ აქაც მანიპულაციას ცდილობს, რათა ჰიპნოზის ქვეშ ჰყავდეს თავისი მრევლი. ჩვენი ხელისუფლება ევროპარლამენტის არჩევნების დროსაც რატომღაც დიდი აღტაცებით გულშემატკივრობდა ულტრამემარჯვენეებს. იმედოვნებდნენ, რომ ისინი თუ მოვიდოდნენ უმრავლესობით, ევროპასთან ყველაფერი დალაგდებოდა, თუმცა ულტრამემარჯვენეები დამარცხდნენ, არადა, ულტრამემარჯვენეების თავისი ნაციონალისტური ინტერესების დაცვაზე, რამაც ჩვენთვის შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე გააჩინოს. ასევე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გეგმავდნენ დეპორტაციის დაწყებას და ფინანსური გადარიცხვების სფეროში შეზღუდვების დაწესებას. ის, რასაც ივანიშვილი პრობლემების მოგვარების გზად ასაღებს, რეალურად ამ პრობლემების გაძლიერების საფრთხეა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ივანიშვილს ახლა ასე აწყობს და აყენებს ყველაფერს თავდაყირა, თან ისე, თეთრზე იმას კი არ ამბობს, რუხიო, არამედ ამბობს, შავიაო და ცდილობს ყველა ამაში დაარწმუნოს. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს კვლავაც სჯერა მისი განცხადებების, ზოგს გულწრფელად, ზოგიც კიდევ პირადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად თავს იტყუებს. თუმცა ზოგჯერ რთულია დამალო შენი აზრები, ამ ღონისძიებაზე ბევრს ჩამოსტიროდა სახე. მაგალითად, თუ დააკვირდით რობერტ სტურუას, მისი გამომეტყველების რამდენიმე კადრი ვნახე, რომელიც ბევრ რამეს ამბობდა. ადამიანმა შეიძლება არ ილაპარაკოს, მაგრამ სახეზე გაქცეულ სუბტიტრებს რას უზამს?! სტურუა დიდი რეჟისორია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერია, ის ამ ღონისძიების ანატომიას, ტყუილსა და მართალს კარგად ხედავდა და ძალიან სევდიანი იყო”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“26 ოქტომბერს ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ ხელისუფლებას, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორი. რაც შეეხება ხელისუფლების საუბარს რეფერენდუმზე, ამით, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების დაბნევას ცდილობენ, ამასთანავე, სურთ თავი წარმოგვიდგინონ მშვიდობის ერთადერთ, ექსკლუზიურ დამცველებად, ყველა ოპონენტს კი ომის პარტიას მიაკუთვნებენ, თითქოს ეგენი თუ ხელისუფლებაში არ იქნებიან, ეგრევე ბომბები დაგვეცემა თავზე. ამ საარჩევნო პროცესში მთავარი ის იქნება, ამომრჩეველი რომელი “სარეფერენდუმო” კითხვის საპასუხოდ მივა ურნასთან. თუ ელექტორატის დიდი ნაწილი გაიაზრებს, რომ “ქართული ოცნების” “სარეფერენდუმო” კითხვა მანიპულაციაა, სიყალბეა და ასეთი არჩევანი რეალურად არ არსებობს, სწორ პოლიტიკურ არჩევანსაც გააკეთებს. მოკლედ, ამ ქვეყანაში ომი არავის სურს და შეკითხვის დასმის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, ამომრჩეველმა უპირველესად უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი – საით უნდა წავიდეს საქართველო, დასავლეთისკენ თუ ს იმპერიისკენ?” – განმარტავს ექსპერტი.

“თუ ხელისუფლება მოახერხებს ომის შიშის დანერგვას, ამ შემთხვევაში დიდი პრობლემა გვექნება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ხელისუფლებამ შეიძლება მოახერხოს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის დახმარებით ანუ მისი უმოქმედობით. საჭიროა სოფელ-სოფელ სიარული, დიალოგი ხალხთან, უნდა მივიდნენ, აუხსნან. ჯერჯერობით, აი, სწორედ აქ გვაქვს პრობლემა. ოპოზიცია ფეხს ითრევს… ბოლო ხანს თითქოს მელია გააქტიურდა, გახარიამაც გამართა შეხვედრები, “ლელომაც”, მაგრამ ბევრად ინტენსიური მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, რათა ყველამ გაიგოს, რომ დღეს ომის და მშვიდობის პრობლემა კი არ გვიდგას, არამედ იმის, თუ საით მიდის ჩვენი ქვეყანა და როგორ საქართველოში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. თუ ოპოზიცია ამას მოახერხებს, ნახეთ, ამომრჩეველს რამხელა კომფორტი ექმნება – ის მივა საარჩევნო ურნასთან ქვეყნის განვითარების ვექტორის ასარჩევად და იმავდროულად, საშუალება ექნება არჩევანი გააკეთოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრებს შორის, რომლებიც ბიულეტენში დახვდება. ვიმეორებ, იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოცემულობა შევქმნათ, საჭიროა პოლიტიკოსების ბევრად მეტი აქტიურობა. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, უნდა გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი და ჩამოაყალიბონ პოლიტიკურ დღის წესრიგი. მათ შორის აქციებიც უნდა იყოს”, – ამტკიცებს გია ხუხაშვილი.

“რაც შეეხება ივანიშვილის განმეორებით განცხადებას, რომ გამარჯვების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” აგებინონ პასუხი, არ ვიცი რა იგულისხმობა ამ პასუხისგებაში, სააკაშვილი ციხეშია, უგულავამ და მერაბიშვილმაც მოიხადეს სასჯელი. ერთადერთი, ვისაც არ მოსთხოვეს პასუხი, ის ხალხია, როლებიც მშვენივრად დაპორტირდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” და დღემდე იქ არიან. თუ თავისიანების დასჯას გულისხმობენ, არ ვიცი. შეიძლება თალაკვაძეები და კალაძეები უნდა დასაჯონ, რომლებიც თავის დროზე “ნაცმოძრაობასთან” მშვენივრად გრძნობდნენ თავს. ეს მანიპულაციის კიდევ ერთი მაგალითია. როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანს ამაზე სიმწრით არ გაეცინოს. კიდევ სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი – როდესაც ივანიშვილმა ილაპარაკა 2008 წლის ომზე, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულზე, ამით დააბრუნა თემა, რომ ომი რუსეთის კი არა, ჩვენი ხელისუფლების ინიცირებული იყო. ამასვე ამბობს რუსეთი, რომ იმჟამად ომის დანაშაული თურმე საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა და ივანიშვილმაც, ფაქტობრივად, გაიმეორა. რაც შეეხება იმას, ღირსებით და ორ ფეხზე რომ მიდიან სადღაც, ეს რეალურად არის ოთხზე და უღირსად სიარული”, – ამბობს რესპონდენტი.

“მეგაპოლისებში ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული აქვს ხალხს. გამოკითხვებშიც ჩანს, რომ ქალაქებში “ოცნებას” საქმე ცუდად აქვს, ამიტომაც ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს რეგიონებში. გახსოვთ, 2012 წელს ივანიშვილი, ეს მილიარდერი კაცი, სოფელ-სოფელ დადიოდა. იგივე დინამიკურობაა ახლაც საჭირო. კარგი იქნებოდა, სამი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბებულიყო, რომელზეც გადანაწილდებოდა ოპოზიციური სპექტრი, რადგან ჩვენ გვაქვს ნაშთების პრობლემა, ანუ ბევრი პარტია თუ ვერ გადალახავს ბარიერს, მათი პროცენტებით “ქართული ოცნება” იხეირებს. სამს იმიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციური ელექტორატი არის სამნაირი განწყობის. თუმცა ვფიქრობ, 4 პოლიტიკური ცენტრიც შეიძლება ქმედითი გამოდგეს. გახარიას აქვს შანსი, რომ დამოუკიდებლად გადალახოს ბარიერი, წაართვას “ქართულ ოცნებას” ხმები, განსაკუთრებით, საჯარო მოხელეების ხარჯზე. ვნახოთ, რა იქნება. ამ ცენტრების გარშემო კიდევ უნდა მოხერხდეს პატარა პარტიების გადალაგება. ჯერჯერობით, არიან პარტიები, რომლებიც თავის ადგილს ვერ პოულობენ, მაგალითად, “ევროპული საქართველო”, ელისაშვილის პარტია… ასევე მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის როლი, ის არის ორთქლმავალი, თუმცა ბოლო ხანს ცოტა გაუგებარ პოზიციაზეა ოპოზიცია – ერთი მხრივ, თითქოს ზურაბიშვილს ეთანხმება ყველაფერზე, მაგრამ თითქოს დისტანცირებასაც ცდილობს. პრეზიდენტმა და ქართველმა ახალგაზრდობამ გააჩინეს ამ ქვეყანაში ცვლილებების შანსი. ამაში ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა და იმედია, ამ შანსს გამოიყენებს მაინც”, – დასძენს ხუხაშვილი.