პრეზიდენტს ხვდება: პორტფელებისთვის ბრძოლის დრო ახლა არ არის

პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკური კონსულტაციები განახლდა. ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში გია ხუხაშვილი იმყოფება.  შეხვედრაზე შესვლამდე ხუხაშვილმა “პირველებთან” თქვა, რომ არაორდინალური გადაწყვეტილებებია მისაღები.

თუ, რას გულისხმობს არაორდინალურ გადაწყვეტილებებში ერთ დროს ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კაცი, ხუხაშვილი ამბობს: “პარტიებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი არა ძალაუფლებისთვის არამედ ქვეყნის გადარჩენისთის იბრძვიან”

ხუხაშვილის თქმით, ახლა “პორტფელებისთვის ბრძოლის დრო ახლა არ არის”.

ახლოვდება. ყველასთვის არის სასიცოცხლო პერიოდი და პრეზიდენტი ყველას ესაუბრება, მათ შორის მეც. ამ არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ვექტორს და შესაბამისად, მისაღებია არაორდინალური გადაწყვეტილებები. რაში მდგომარეობს ეს არაორდინალური გადაწყვეტილებები, ამას ვნახავთ. არაორდინალური ის, რომ პარტიებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი ძალაუფლებისთვის კი არა ქვეყნის გადარჩენისთის იბრძვიან. ამის დადასტურება შეიძლება მხოლოდ იმით, რომ ბევრი რამ უნდა დათმონ. პორტფელებისთვის ბრძოლის დრო ახლა არ არის. ქარტია არის ფუნდამენტური დოკუმენტი, არის ღერძი მთელი ამ პროცესის”, – აცხადებს

გასულ დღეებში  შეხვერდებს პოლიტიკურ პარტიებთან მართავდა. პრეზიდენტმა უკვე მოისმინა პოლიტიკოსების მოსაზრებები ტექნიკური მთაბრობის ჩამოყალიბების და ვადამდელი არჩევნების შესახებ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება