გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

პრეზიდენტი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს, იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, -თან შეაჩეროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მას შეხვედრაზე პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია.
„ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს. საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო და ამის შესახებ ისაუბრა.
მე არ წარმოვადგენ პარტიას, ამიტომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საუბარი არ გვქონია.
პრეზიდენტის როლი არის ფუნდამენტური და სასიცოცხლო. ამ არჩევნებზე ორ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი: პირველი – საით მიდის საქართველო, ს იმპერიაში, თუ ევროპის მომართულებით. მეორე – პარტიები. პირველ თემაზე, სარეფერენდუმო საკითხზე, პრეზიდენტს ცენტრალური როლი აქვს, ის არის მედროშე დღევანდელი განვითარების ვექტორის.
მას აქვს კონსტიტუციური შეზღუდვა, ის ვერ ექნება პარტიულად მიკერძოებული, თუმცა როგორც გარანტი როგორც ხელისუფლების გადაბარების, თუ ლეგიტიმურობის, მისი როლი არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ნაწილს შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი , „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და პოლიტოლოგი .

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს