: პოლიტიკური ლოგიკით 2026 წელს ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდება …

პოლიტოლოგ ს განცხადებით, ხელისუფლება ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვით ცდილობს წინასწარ დაიზღვიოს თავი, რადგან ემიგრაცია „ძირითადად ოპოზიციურადაა განწყობილი“.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, 2026 წელს რიგგარეშე ხელისუფლებისთვის გარდაუვალია – არა ოპოზიციის ზეწოლის, არამედ „ქვეყნის განვითარების ლოგიკის“ გამო.

„ხელისუფლება წინასწარ იზღვევს თავს. ესმის, რომ ემიგრაცია ძირითადად ოპოზიციურად არის განწყობილი. ემიგრაციაში იმიტომ არიან, რომ არსებული ხელისუფლება ვერ ქმნის საქართველოში დასაქმების გარემოს. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ემიგრაციამ სერიოზულად იაქტიუროს, ეს უკვე პრობლემა შეიძლება გახდეს და ამიტომ თავს იზღვევს და ამ სეგმენტს კეტავს.

პოლიტიკური ლოგიკით 2026 წელს ხელისუფლებას აუცილებლად სჭირდება რიგგარეშე ს ჩატარება. განა იმიტომ, რომ საზოგადოება ან პოლიტიკური ოპოზიცია აიძულებს, არამედ ქვეყნის განვითარების ლოგიკა უბიძგებს ხელისუფლებას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას.

არსებობს ორი განვითარება: ხელისუფლება დინამიკურად ბრუნდება ს იმპერიაში. სინქრონიზაციას ახდენს იქაურ ეკონომიკასთან, მმართველობით სისტემასთან, პროპაგანდისტულ მანქანასთან. არის მეორე გზა, თუ ამ პერიოდში ძალიან დასუსტდა, პუტინს შეექმნას პრობლემები – ბიძინას შეუძლია „გადააგდოს“. დღეის მდგომარეობის ის რუსეთის მძევალია და ატარებს რუსეთის პოლიტიკას. ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ ბიძინას არ შეუძლია „გადააგდოს“, „გადაგდების“ ოსტატია. შეიძლება დაიწყოს დიდი შემობრუნება.

რუსეთი ალბათ უკვე კატეგორიულად ითხოვს, რომ სრული ინტეგრირებისთვის კონსტიტუციიდან იქნეს ამოღებული 78-ე მუხლი. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ რუსეთიდან მიღებული დირექტივის საფუძველზე იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები, მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მიიღოს. ეს არის ერთი სცენარი. ორივე სცენარის შემთხვევაში 2026 წელს არჩევნები გარდაუვალია.

ბიძინას სჭირდება 1-2 თვე იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს. ორივე შემთხვევაში მას ესმის, რომ არჩევნები მაინც ჩასატარებელი აქვს. ამიტომ, მიმდინარეობს მზადება: შექმნას მაქსიმალურად სასარგებლო ვითარება თავისი პარტიისთვის“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე. მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ პოლიტიკოსები არ არიან – ახალგაზრდებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ არსებულ პოლიტიკურ კლასს არ ენდობიან, თავადაც არ დგამენ საჭირო ნაბიჯებს.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, მოქმედი პოლიტიკური კლასის შესაძლებლობები ამოწურულია და ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება მათ უკვე გაუჭირდებათ.

„პარტიები რეგიონებში არ უნახავთ. ეს ვისი ბრალია? ოპოზიციის ბრალი არ არის? ხალხში გავიდნენ რუსთაველზე კი არა. პოლიტიკა სტუდიებიდან და ვირტუალურად არ კეთდება. ოპოზიციას სისტემური გადატვირთვა სჭირდება.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არ მოსწონთ. გავიგეთ, რომ არ მოგწონთ და თქვენ რას აკეთებ? გამოდით წინა პლანზე. რატომ არ იღებენ მართვის სადავეებს ხელში?

არ მგონია რომ არსებულ პოლიტიკურ კლას რამის შეცვლა შეუძლიათ ქვეყანაში. მათ პრაქტიკულად ამოწურეს შესაძლებლობები, ერთ სქემაში არიან ჩაკეტილები. ამ წუთას ოპოზიცია რით არის დაკავებული? – ერთმანეთის კრიტიკით და ლანძღვით, ბიძინა საერთოდ დაავიწყდათ. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ  და გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე უარესები არიან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა ისაუბრა ს როლზეც და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა „უნიკალური პოლიტიკური შანსი“ დაკარგა და დღეს მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება.

„სალომე ზურაბიშვილს უნიკალური შანსი ჰქონდა, ის იყო პიკზე, უზარმაზარი საპროტესტო ენერგიის კაპიტალიზაციის უნიკალური შანსები ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი გაუშვა. ახლა ის მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება. კი, ზურაბიშვილს დღესაც საგარეო ფრონტზე დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ შიდა პოლიტიკაში მან თავისი შანსი გაუშვა, სამწუხაროდ. 3 თვეში ერთხელ განცხადებას რომ გააკეთებ თურმე ერთიანობაა საჭირო, ხან რაღაც პლატფორმა გააკეთა.. ზურაბიშვილს არ აღმოჩნდა არც გამოცდილება, არც ინტუიცია… ვიღაცას ზედმეტად ენდო, რაღაც ილუზიებში შევიდა და მოხდა ის, რაც მოხდა. ზურაბიშვილმა სერიოზული როლი ითამაშა ბევრ რამეში, მაგრამ შიდა პოლიტიკურ პროცესში მას არ ეყო ალღო“, – განაცხადა ხუხაშვილმა.