გია ხუხაშვილი – კობახიძემ მაქსიმალურად „იჩალიჩა“ – ყოფილი თანამდებობის პირი კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რათა ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ, მან კი თავიდან მოიშორა, ტრამპიც არ ხვდებათ

რატომ მიდის ერეკლე II-ის ასეთი პიარი? ეს შემთხვევით არ ხდება, ბიძინას უნდა ისტორიის განმეორება – ის დიდი ხანია “გეორგიევსკის ტრაქტატი -2 “-ს ამზადებს , – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ს საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადება, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან.
როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, „ტყუილად ცდილობს“, რადგან მას არ გამოუვა ერეკლე მეორეობა.
„ლავროვმა თქვა, რომ არიან სახელმწიფოები… ტერიტორიებს არ დაგვითმობენ, ცალ-ცალკე სუბიექტებად გავწევრიანდებით. რუსეთის სტრატეგიული მიზანია – მოდერნიზებული სსრკ-ს აღდგენა. ეს დღეს კი არ დაწყებულა. ახლა, ტექნოლოგიურად რისი საშუალებაც ექნება ისე გააკეთებს, შეიძლება ეს გზა ცოტა გრძელი იყოს: ჯერ 3+3 ფორმატზე მოგვაწერინონ ხელი, შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით გაათამაშონ 1983 წინა პერიოდი, როდესაც ერეკლე მეორე სამ იმპერიას შორის იხლიჩებოდა, ეს მოცემულობა გაიმეორონ, შემდეგ ატყდება ამბავი დაიწყება დიდი აჟიოტაჟი… ბიძინა დიდი ხანია “გეორგიევსკის ტრაქტატი -2 “-ს ამზადებს.
მეტსაც გეტყვით, რატომ მიდის ერეკლე მეორის ასეთი პიარი? ეს შემთხვევით არ ხდება. ბიძინას უნდა ისტორიის გამეორება და ერეკლე მეორის სტატუსი უნდა საქართველოში, ის კი არა , რომ რუსეთს დაუწვა, მას უნდა, გაათამაშოს, თითქოს სხვა გზა არ გვაქვს: დასავლეთმა მიგვატოვა, ამიტომ თურქეთსა და ირანს შორის ალტერნატივა ისევ ერთმორწმუნე რუსეთი რჩება. ამის გათამაშება უნდა. მაგრამ, ჯერ-ჯერობით ბიძინას ორჯონიკიძის ბედი უფრო ეჭყანება. ტყუილად ცდილობს, მას არ გამოუვა ერეკლე მეორეობა“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, ამ თემასთან დაკავშირებით ხუხაშვილმა თბილისის მერის კალაძის განცხადება, რომ ის ლავროვის განცხადებას პოზიტიურად აფასებს, „ღალატის აქტი“ უწოდა.
„კალაძემ აბსოლუტური საშინელება „გააპრავა“. სერგეი ლავროვმა 3 სახელმწიფოზე ისაუბრა, მას ეჭვიც არ შეუტანია იმაზე, რომ სამხრეთ-ოსეთი და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებია. თანაბარ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, ეს იყო თავხედობა და ამ თავხედობაზე კალაძემ თქვა, რომ მისასალმებელიაო. ეს იყო პირდაპირი ღალატის აქტი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
გარდა ამისა, ხუხაშვილმა „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ საარჩევნო პროგრამის გადადებასთან დაკავშირებით და პრემიერის -ში ვიზიტზე ისაუბრა.
ხუხაშვილის თქმით, მას დაზუსტებული ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ს ადმინისტრაციასთან დაახლოებას.
„შეიძლება მართლა ავად არის, შეიძლება არ არის. რა ექნა იმ ბავშვსაც [ირაკლი ] დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ მან მაქსიმალურად“იჩალიჩა“ . კონფიდენციალური ინფორმაცია მაქვს, რომ ერთ-ერთი ყოფილი, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აფილირებულია ხელისუფლებასთან, [ბერნარ] კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რომ როგორმე ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ. კუშნერმა კი მოიშორა თავიდან. ტრამპიც არ ხვდებათ. „ოცნება“ ხომ ქმნის ილუზიას, თითქოს ტრამპთან რაღაცას „დაალაგებენ“, ახლა კი მოსინჯეს, რომ შემდეგ აპიარონ. ეს გეგმა აქვთ. მთელი მაგათი უბედურება არის იმაში, რომ ტრამპიც არ ხვდება მათ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ