გია ხუხაშვილი – ივანიშვილი ეცდება, ივაჭროს, ლეგიტიმაცია თუ არა, დუმილი და ლოიალობა მაინც მიიღოს დასავლეთისგან – წინასწარ ბარტყებს არ ყრის, ამიტომ გაყინული აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თემა

ბიძინა ივანიშვილი ეცდება, რომ ივაჭროს, რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია თუ არა, დუმილი და ლოიალობა მაინც მიიღოს დასავლეთისგან , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც გია ხუხაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი სავაჭრო თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იქნება.
„მას სავაჭრო თემები აქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი ღონისძიება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არ მიიღო, მაგრამ არსებით განხილვაში მიიღო. თუ ბიძინამ რაღაც გამოივაჭრა დასავლეთისგან, თუნდაც ჩუმი ლოიალობა, არჩევნებთან დაკავშირებით თავლის დახუჭვა, ამ შემთხვევაში მას თავისუფლად შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით კანონი გადაუგდოს და კიდე რაღაცები გააკეთოს, წინასწარ ბარტყებს არ ყრის, რაღაც ხომ უნდა გამოივაჭროს, ამიტომ გაყინული აქვს ეს თემა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ს განმარტებით, თუ დასავლეთმა ირიბად აღიარა საპარლამენტო , მაშინ ქუჩის პროტესტს პერსპექტივა არ ექნება.
„კი არ მიულოცავენ, მაგრამ თუ დასავლეთი თუნდაც ირიბად, არაპირდაპირ ლეგიტიმურად ცნობს არჩევნებს და კომუნიკაციას დაიწყებს ამ ხელისუფლებასთან, მაშინ ამ ქუჩის პროტესტის განსაკუთრებულ პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუ დასავლეთი გადაჭრით იტყვის, რომ ამ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობ იმიტომ, რომ „არჩევნები გაყალბდა, არსებითად შეიცვალა მისი შედეგები და ქართველი ხალხის ნება იყო გათელილი, ამიტომ სასანქციო სიაში შეგვყავს “, თუ ვიზალიბერალიზაციის დროებით გაჩერებაზე დაიწყება ლაპარაკი, ამ შემთხვევაში, ქუჩის პროტესტს აქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივა. მეტსაც გეტყვით, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ სისტემური რყევა დაიწყება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.