: ვინც დღეს ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბაიდენის “კუდის მოქნევა” იყო, ან არაფერი გაეგება გარდამავალ პერიოდში -ს პოლიტიკური მუშაობის სპეციფიკის, ან უბრალოდ …

პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში წერს:
ვინც დღეს ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება ბაიდენის “კუდის მოქნევა” იყო, ან არაფერი გაეგება გარდამავალ პერიოდში -ს პოლიტიკური მუშაობის სპეციფიკის, ან უბრალოდ “კონა აბაზი” პროპაგანდისტია, რომელიც შეგნებულად ატყუებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ბაბლს.
შემთხვევითი არც ის იყო, რომ სანქციების დაანონსებას ახდენდნენ ძირითადად რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები.
სწორი კითხვაა – რატომ ახლა და რატომ ბაიდენის ხელით?
საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ფორმით ტრამპმა შეიქმნა მაქსიმალურად კომფორტული სასტარტო პოზიცია შემდგომი მოქმედებებისთვის.
მას ახლა შეუძლია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, როგორც შემსუბუქების, ასევე დამძიმების მიმართულებით. თან ისე რომ სწრაფად იმოქმედოს, რადგან ყველას ესმის, რომ აქ დაყოვნება არ შეიძლება.
გზავნილი (ულტიმატუმი) არის ასეთი:
“ტყუილად ჩალიჩობ ლობისტების მეშვეობით რაღაც მოლაპარაკების გახსნას. არავინ შენთან ლაპარაკს არ აპირებს. ან მოიქცევი ისე, როგორც გეუბნებიან და რაც ჭირდება შენი ქვეყნის ნორმალურ, დემოკრატიულ განვითარებას, ან მიიღებ სანქციების გაფართოებას ტრანს-სასაზღვრო მიმართულებით”.
სულ ეს არის და ეს…

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია