გია ხუხაშვილი: ესეც სახელმწიფო ღალატის ერთ-ერთი ფორმაა…

“საქართველოთი დაინტერესება გარე სამყაროსთვის განპირობებულია არა იმით, რომ “ლამაზი თვალები” გვაქვს, ან “მაგარი ჯიგრები” ვართ, არამედ მისი გეო-პოლიტიკური ფუნქციით, რადგან ის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი კვანძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
ამ ფუნქციას კიდევ უფრო მაღალი ფასი დაედო ში ომის დაწყების შემდეგ, რამაც ჩრდილოეთის მარშრუტი მაღალი რისკის, უპერსპექტივო მიმართულებად აქცია.
ეს ესმის დასავლეთს და ცდილობს დააჩქაროს გლობალურ სისტემაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, რათა განავითაროს სამხრეთ-კავკასიური ლოგისტიკური მიმართულება.
ეს ესმით რუსეთს და მის პარტნიორებსაც და ყველანაირად ცდილობენ შეაფერხონ ეს პროცესი, რათა შეინარჩუნონ მონოპოლური მდგომარეობა და შესაბამისად პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტები.
რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ხელისუფლება?
ყველაზე პერსპექტიულ პროექტს, ანაკლიის პორტს, გადასცემს ს პარტნიორ ჩინეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიას, და ამით არა მხოლოდ მტრის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება, არამედ აფეთქებს საკუთარ გეო-პოლიტიკურ ფუნქციას.
ესეც სახელმწიფო ღალატის ერთ-ერთი ფორმაა…” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი .

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს