გია ხუხაშვილი: …დღეიდან ქვეყნის ცხოვრებაში იწყება პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების ეტაპი

“რადგან ხელისუფლებამ საბოლოოდ დატოვა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების სივრცე და ამით ფაქტობრივად კანონ გარეშე დააყენა საკუთარი თავი, დღეიდან ქვეყნის ცხოვრებაში იწყება პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების ეტაპი.
ანუ, ხალხი პრეზიდენტთან თანამშრომლობით, დროებით იღებს კონსტიტუციის დაცვის ფუნქციას, ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივი სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთის მიზნით, ყველა საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, თუ სხვა ტიპის პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ანტი-კონსტიტუციური ქმედების დაუმორჩილებლობის გზით.
ეს ეტაპი გაგრძელდება 26 ოქტომბრამდე, როდესაც ხალხი ს გზით აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს და დააბრუნებს ქვეყანას უზენაესი კანონით განსაზღვრულ კალაპოტში.
ამ პერიოდში, ყველა იურიდიული, თუ ფიზიკური პირი, რომელიც გახდება ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის მიღმა, უკანონო ქმედების მსხვერპლი, უნდა გამოცხადდეს პოლიტიკური დევნის სუბიექტად, სათანადო დროს შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით, მათ მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა წრესთან მიმართებაში,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი .

ასევე დაგაინტერესებთ