გია ხუხაშვილი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი – ლევან მაჭავარიანი

ბატონი ხუხაშვილის ნებისმიერი კომენტარი არასერიოზულია რა თქმა უნდა. იგი ჩვენ გავაგდეთ ჩვენი გუნდიდან, შესაბამისად, არის გაბოროტებული, შურით სავსე პიროვნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.
მისი თქმით, ხუხაშვილის ვარაუდი, თითქოს, -ში ირაკლი ღარიბაშვილმა ან ირაკლი შოთაძემ მმართველი გუნდის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ჩაიტანეს, რასაც ჰელსინკის კომისიის განცხადება მოჰყვა, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან “ქართული ოცნების” გუნდი ერთიანი და შეკრულია. მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ “ქართულ ოცნებაში” არც მოსახლეობისთვის და არც პარტნიორებისთვის არაფერი აქვთ დასამალი.
“რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ჩვენი გუნდიდან გაიტანა, ორად დავყოფდი მაგ თემას: ერთი, რომ “ქართული ოცნების” გუნდი ასეთი შეკრული, ასეთი შედუღაბებული, ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა და მეორე – ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს არც ჩვენი მოსახლეობისგან და არც ჩვენი პარტნიორებისგან.
შესაბამისად, როდესაც დასამალი არაფერი გაქვს, გასატანიც არაფერია. ბატონ ხუხაშვილზე იმასაც ვიტყოდი, რომ იგი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი. მე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა, ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით და შესაბამისად, არასერიოზული არის მისი მხრიდან ნებისმიერი სახის კომენტარი.” – განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია