პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
მიუხედავად “თვალების დაბრმავების” სურვილის და “ახლა ამის დრო არ არის” განწყობების აგრესიულად დანერგვისა, უნდა ითქვას ის, რასაც ბევრი ფიქრობს და რაზეც ვაფრთხილებდით საზოგადოებას:
განვითარებული მოვლენები იყო სუს-ის დაგეგმილი და თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი მასშტაბური სპეც-ოპერაციის დასკვნითი ნაწილი, თავისი ფსევდო-სპონსორებით, ჩანერგილი პროვოკატორებით და სასარგებლო ბრიყვებით.
გულანთებული, პატრიოტულად განწყობილი საზოგადოება ბინძური მანიპულაციის მეშვეობით გამოყენებულ იქნა “საზარბაზნე ხორცად”.
ილუზიებში და ყალბ მოლოდინებში გაჯიუტებულებმა ჩათვალეთ, რომ ეს რეალობა კი არა, უბრალოდ ფრაგმენტია ჩემი ახალი წიგნიდან, რომელიც მთლიანად ფანტაზიის ნაყოფია და რომელიც აუცილებლად დაიწერება.