: აი, ამ პოლიტიკური თაღლითობით არის დღეს დაკავებული, რათა ასე აგორაოს და აგორაოს ეს ქვეყანა, სანამ კრემლის კედელთან არ მიაგორებს…

“ორიოდე სიტყვა ბიძინას გზავნილზე, რომ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი დაწყნარდება და მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს.
ვინც ოდნავ დაფიქრდება, მიხვდება, რომ ეს მორიგი ტრიუკის ჩატარების მცდელობაა, რისი მიზანიც სავსებით ცხადია:
მას ახლა ყველაზე მეტად სისტემის ჩამოშლის ეშინია, ამიტომ ისტერიულად ცდილობს საკუთარი “უძლეველობის, სიბრძნის და წინასწარმეტყველური უნარების” მითოლოგიის ნარჩენების მეშვეობით ახალი თარიღი დაკიდოს -“კიდევ ცოტა მაცადეთ ხალხნო”-ს პრინციპით, იმის იმედად, რომ 29-დან საცივში ჩავყოფთ თავს და დამატებით კიდევ ერთ თვეს მოიგებს…
აი, ამ პოლიტიკური თაღლითობით არის დღეს დაკავებული, რათა ასე აგორაოს და აგორაოს ეს ქვეყანა, სანამ კრემლის კედელთან არ მიაგორებს…” – წერს პოლიტოლოგი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან