საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერს, გია ხარჩილავას.
მე პირადად მოვიაზრებდი ბატონ გიას ჩვენი საპარლამენტო სიის მოწინავე პოზიციაზე, მაგრამ მისგან მივიღე ძალიან ღირსეული თხოვნა, რომლის არ გათვალისწინებაც მე არ შემეძლო – გამარჯვებული წალენჯიხის გამარჯვებული მერი დარჩენილიყო თავის ქალაქის, თავის ხალხის, წალენჯიხელების სამსახურში.
მისი სიტყვებით, მთავარია ერთიანობით მოვიტანოთ ცვლილება, რათა ჩვენი ქვეყნის სათავეში მოსულმა ხელისუფლებამ მას, მოქმედი ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც მუდმივად დაბრკოლებებს ქმნის ადგილობრივების პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყოს წალენჯიხელების მიერ არჩეულ მერს თითოეული წალენჯიხელის პრობლემების მოგვარებაში.
მე მჯერა, რომ ჩემი წალენჯიხელები ამ არჩევნებზეც იტყვიან თავის სათქმელს! წალენჯიხა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!.”