გია ჭანტურია: ანუ საბოლოოდ ეს 100 ლარი 185 ლარი გახდა! ამ ჯაჭვში ყველაზე მეტი მიაქვს სახელმწიფო გადასახადს დაახლოებით 30 პროცენტი! ხო და დაწიეთ ეხლა

საზმაუს ყოფილი დირექტორი, გია ჭანტურია:
მოკლედ საზღვრამდე მოსული პროდუქტი 86 პროცენტით ძვირდებაო და ქოცალებმა დაიწყეს მარკეტების წყევლა 🙂 დავთვალოთ 100 ლარის სურსათი რომ მოადგა საზღვარს რა დაემატება:
1. საბაჟო გადასახადი – 12%
100 ლარი × 12% = 12 ლარი
პროდუქტის ღირებულება ხდება:
100 + 12 = 112 ლარი
2. დღგ – 18%
დღგ ითვლება საბაჟო ღირებულებაზე + საბაჟო გადასახადზე
112 ლარი × 18% = 20.16 ლარი
ჯამში:
112 + 20.16 = 132.16 ლარი
ეს არის ფასი უკვე განბაჟებული პროდუქტის.
3. ტრანსპორტირება (საზღვარი → თბილისი)
საშუალოდ (დამოკიდებულია მოცულობაზე, მაგრამ რეალისტურად)
ავიღოთ საშუალოდ: 5 ლარი
ფასი: 137.16 ლარი
4. საწყობი / ლოჯისტიკა / დანაკარგები
(დატვირთვა, გადმოტვირთვა, შენახვა, გაფუჭების რისკი)
დაახლოებით 3–5%
ავიღოთ 4% ≈ 5.5 ლარი
ფასი: 142.6 ლარი
5. იმპორტიორის მოგება, ანუ ვინც ჩამოიტანა ხომ უნდა მოიგოს, თივკის ბაბუა არაა:)
ჩვეულებრივ სურსათზე: 10–15%
ავიღოთ 12% ≈ 17 ლარი
ანუ იმპორტიორი ყიდის დაახლოებით:
159–160 ლარად
მაღაზიის მარკაპი
სუპერმარკეტებში:
15-20 პროცენტი
ავიღოთ 15 %
ანუ საბოლოოდ ეს 100 ლარი 185 ლარი გახდა!
ხო და ეხლა ვინ რას უნდა მოაკლოს? დისტრიბუტორმა მოგების გარეშე იმუშაოს თუ მაღაზიამ გაყიდოს უფასოდ? 🙂
ამ ჯაჭვში ყველაზე მეტი მიაქვს სახელმწიფო გადასახადს დაახლოებით 30 პროცენტი! ხო და დაწიეთ ეხლა :)))