გია ცაგარეიშვილი – ჩვენს მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს – რა მერე, ამიხსენით რაშია აქ სენსაცია!

შავი პიარი და ფულით ნაყიდი ბინძური ლობიზმის შედეგია აგორებული კამპანია იმის თაობაზე, თითქოს უმრავლესობასა და ხელისუფლებაში ისეთი კორუმპირებულები არიან, რომ მათ ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს – ჩვენს მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს – რა მერე… ამიხსენით რაშია აქ სენსაცია! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა.
ცაგარეიშვილის აზრით, “ბედოვლათმა ოპოზიციამ” მსოფლიო ბანკის იმ კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა, რომლის მიხედვით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა, ხოლო ევროპის მასშტაბით – ათეულში.
“ამ მიზნით შემოაგდეს თემა, რომ თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალურ შემოწმებას ახორციელებს. აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, ამგვარი შემოწმების თაობაზე ყველამ კარგად იცოდა და რატომღაც დღეისთვის შემოინახეს.
ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შემოგდებული და ბრიყვულად გავრცელებული ინფორმაცია რომ ბრიყვულია, აქედანაც კარგად ჩანს.
ჩვენ ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ქონებრივი მდგომარეობისა – მოწმდება გიორგი ცაგარეიშვილიც, კახა ოქრიაშვილიც და ც. მერე რა, რომ ამოწმებენ?! ჩვენს მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს – რა მერე… ამიხსენით რაშია აქ სენსაცია!” – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ალენ ბერსეს ვესაუბრე ჩემს ამბავზე, უფრო მეტი ვილაპარაკე სხვა პოლიტპატიმრებზე – ჩემი თავი ჯანდაბას, სხვები ისეთ დღეში არიან, იმ ხალხს უნდა შველა – ცაში არ დაფრინავენ, კარგად არიან ინფორმირებულები