გია ცაგარეიშვილი – ვერანაირი ჯანაშიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები, ხელისუფლებას ვერ დაამხობენ – თუ ამას გაიგებენ, ძალიან კარგი იქნება, თუ ვერ გაიგებენ – მათთვისაა ცუდი

რა სპეცსამსახურებიც არ უნდა იყვნენ ჩართული, როგორო აგენტურაც არ უნდა მუშაობდეს ამ ქვეყანაში, ვერანაირი ჯანაშიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები, ხელისუფლებას ვერ დაამხობენ – თუ ამას გაიგებენ, ძალიან კარგი იქნება, თუ ვერ გაიგებენ – მათთვის ცუდი , – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ცაგარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“.
მისივე თქმით, “ვერავითარი რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები, ხელისუფლების დამხობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება, ვინც არ უნდა იყოს ამაში ჩართული ქვეყნის შიგნიდან, თუ მის ფარგლებს გარედან”.
“რევოლუციების მოწყობის დიდი გამოცდილება აქვს ამ საზოგადოებას, ძალისმიერი მეთოდების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს ამ საზოგადოებას, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის და განხორციელების დიდი გამოცდილება აქვთ ამ ადამიანებს, ასე რომ, ეს გამოცდილება არსად წასულა. ეს ისტორიული მეხსიერება მათში ღრმად არის აღბეჭდილი, ასე რომ, ეს გეგმები მე დარწმუნებული ვარ მათ თავებში იხარშება”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, თეიმურაზ ჯანაშიას თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს არ უნდა იყოს იქ სადაც არის.
„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი {} პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მიიღოს პოლიტიკურ, ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში მონაწილეობა“, – აღნიშნა ჯანაშიამ „მთავართან“ საუბარში.