გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე – ახლა გახდა თურმე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მომპარავი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია

მაინტერესებს, 2012 წლის და ყოველი მომდევნო არჩევნები, რითაც ბატონი გახარია ჯერ ბიზნეს-ომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ პრემიერ მინისტრი გახდა, ის არჩევნებიც მოტაცებული იყო ივანიშვილის მიერ? – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მაშინ „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, რადგან შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის.
„სანამ გახარია მთავრობის წევრი იყო ნებისმიერი სტრუქტურის და ფორმაციის ჩვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ ეს არჩევნები არ იყო მოტაცებული, იმიტომ, რომ გახარია იყო მინისტრი და ჩვენ მთავრობაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მაშინ მოსწონდა ეს ყველაფერი, ახლა აღარ მოსწონს, იმიტომ, რომ შანსი არ აქვს, მათ შორის ბარიერის გადალახვის, ახლა აღშფოთებულია და განიცდის. ახლა გახდა თურმე არჩევნების მომპარავი. რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუმცა შემიძლია უფრო მკვეთრადაც თქმა, არც ამის მერიდება. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში